საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტი გრძელდება — დარეგისტრირდი STEM სკოლის გაზაფხულის სემესტრზე
მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მეორე წელია საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. 400-მდე ახალგაზრდამ უკვე გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი და გაიღრმავა ცოდნა როგორც ზუსტი, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.
STEM სკოლაში მიღება გრძელდება. გაზაფხულის სემესტრზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 16 თებერვალს დასრულდება.
STEM სკოლა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, მიიღონ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული, აკადემიური განათლება, შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ტექნოლოგიები (კომპიუტერული პროგრამირება), ინჟინერია (ელექტროინჟინერია, მიკროელექტრონიკა) და მათემატიკა (ლოგიკური აზროვნება, ალგორითმების შექმნა).
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად კომაროვის სკოლაში სწავლას 60 მოსწავლეს უფინანსებს და მათ კურსის გასავლელად საჭირო მოწყობილობებს (არდუინოების ნაკრებს, მულტრიმეტრს და სხვა) გადასცემს. ამ დროისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 100-მდე მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი.
"საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით მეორე წელია, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. იმისათვის, რომ სრულად მოგვეცვა საქართველოს რეგიონები, პროექტი ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. ამასთან, საქართველოს ბანკი საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სკოლაში სწავლას უფინანსებს და მათ კურსის გასავლელად საჭირო ხელსაწყოებს გადასცემს. რაც გვაძლევს შესაძლებლობას, STEM სკოლაში სწავლა კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში უკვე 400-მდე მოსწავლემ გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი. სკოლისადმი ინტერესი კი მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები