ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ მათ მიმართეს იუსტიციის მინისტრს დეკანოზის ვადამდე გათავისუფლების რეკომენდაციით

ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
მოკლედ: სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2023 წლის 30 ოქტომბერს მიმართეს იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით მამალაძის თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლის, ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე:
- "პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა", — აცხადებს ომბუდსმენი.
დეტალები: ომბუდსმენის მიხედვით, მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციაში ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას და პირობით ვადამდე გათავისუფლებას — "სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა", — აცხადებენ ისინი და აღნიშნავენ, რომ მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, 2019 წელსაც მიმართეს იუსტიციის მინისტრს მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე.
- "სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად", — წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო ხაზი: დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ, 14 თებერვლის ღამეს გაათავისუფლეს. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეანიმობილით გადაიყვანეს თბილისიდან ქობულეთში, თავის საცხოვრებელ სახლში.
მსგავსი: დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები