ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა
მოკლედ: რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.
- კრემლის პროპაგანდისტული რაშა თუდეი (RT) წერს, რომ ნავალნის თრომბი განუვითარდა.
დეტალები: ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
- რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური აცხადებს, რომ ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა კი პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
- ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი: "მიზეზები ექიმებმა უნდა დაადგინონ", — თქვა პესკოვმა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემა ყველაფერს გადაამოწმებს და "განსაკუთრებული მითითებები საჭირო არ არის".
- პესკოვის თქმით, ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
ნავალნიმ ბოლოს წერილი 2023 წლის 26 დეკემბერს გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ვლადიმირის ოლქიდან, სადაც ის სასჯელს იხდიდა, ჩრდილოეთით, სოფელ ხარპში მდებარე სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.
- წერილში ის ყვებოდა, რომ ეტაპირების 20 დღე დამღლელი იყო, თუმცა "შესანიშნავ განწყობაზეა": "ჩემ გამო ნუ ინერვიულებთ, მე კარგად ვარ, ძალიან მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩამოვედი," — წერდა ნავალნი.
- ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა ნოვაია გაზეტასთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს არ აკეთებს.
- ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ალექსის ადვოკატი ახლა ხარპში მიფრინავს. "როგორც კი რაიმე ინფორმაცია გვექნება, შეგატყობინებთ", — წერს ის სოციალურ ქსელ X-ში.
- ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმუში 14 თებერვალს წერდა, რომ ნავალნი იზოლატორიდან 11 თებერვალს გამოიყვანეს, 14 თებერვალს კი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს 15 დღით. იარმუშის თქმით, ეს ნავალნისთვის უკვე 27-ე გადაყვანა იყო იზოლატორში. პოლიტიკოსმა იქ, ჯამში, 308 დღე გაატარა.
რისთვის იხდიდა სასჯელს: რუსულმა სასამართლომ პუტინის მთავარ მეტოქეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2022 წლის მარტში.
- ნავალნი დამნაშავედ გამოაცხადეს თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე, ასევე დაეკისრა 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმა.
- პროკურატურა 13 წელსა და ამ ოდენობის თანხას ითხოვდა.
არქივიდან: ნავალნის სიტყვა ომზე, ოლიგარქებზე, რუსეთსა და სასამართლოზე
გამოხმაურებები
შარლ მიშელი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი: "ალექსე ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. საკუთარი იდეალებისთვის მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსულ რეჟიმს აკისრებს. მე ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც მსოფლიოში, ასეთ მძიმე პირობებში დემოკრატიისთვის იბრძვის. მებრძოლები კვდებიან, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება."
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: "ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის ბრძოლას განაგრძობს", — დაწერა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: "ცხადია, ნავალნი მოკლა პუტინმა, ისევე როგორც მრავალი ათასი სხვა ადამიანი. პუტინს არ აინტერესებს, ვინ მოკვდება. მისთვის მნიშვნელოვანია თავისი პოზიციის შენარჩუნებას", — თქვა ზელენსკიმ ბერლინში, კანცლერ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ისე, როგორც სხვა არავინ, ალექსეი ნავალნი იყო სიმბოლო თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთის. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის გარდაიცვალა. ჩემი ფიქრები მის ცოლთან და შვილებთანაა", — დაწერა მან X-ზე.
მასალა განახლებადია.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები