პრეზიდენტი ივანიშვილზე, ევროინტეგრაციაზე და რუსულ საფრთხეებზე — ინტერვიუ Euractiv-თან
მოკლედ: საქართველო მუშაობს, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო წინ არიან — უთხრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ინტერვიუში Euractiv-ს..
- ინტერვიუ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დეტალები: ზურაბიშვილს ჰკითხეს, რა გავლენა იქონია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოზე.
- პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერთი წლის წინ, პირველმა უარმა, საქართველოს მოსახლეობა გაურკვეველ და "შესაძლოა, დაუცველ მდგომარეობაშიც კი დატოვა".
- "მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ევროპული რიტორიკის ირგვლივ, ხელახლა გაერთიანება დაიწყო, რაც წინა თვეებში არ მომხდარა. ახლა, ძალიან ცხადია, რომ 2024 წელი 2023 წელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და უფრო მეტად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდება, ვიდრე აქამდე", — თქვა ზურაბიშვილმა.
- მისი თქმით, გეგმაა "დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს — უკრაინას და მოლდოვას".
კითხვას — "გადაწყვეტილების მიღებამდე იყო დებატები, შეიძლება თუ არა ამ პოზიტიურ მოსაზრებას პრორუსული ხელისუფლების გაძლიერება და გარკვეულწილად, მართებულობის დამტკიცება მოეხდინა მის კურსში...", პრეზიდეტი პასუხობს:
- "მე ყოველთვის ამ აღქმის წინააღმდეგი ვიყავი, რომელიც საქართველოს შიგნით უფრო მეტად განიხილებოდა, ვიდრე გარეთ, რადგან ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ ზუსტად იცის რა სურს - საქართველოსთვის ალტერნატიული პერსპექტივა არ არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს ხელისუფლება და ამ დროისთვის, ისინი ამას მიჰყვებიან. საქართველოს ამ უმრავლესობის აღქმის საწინააღმდეგოდ ვერ მართავ, უნდა დადო შედეგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ევროპელები ითხოვენ, არამედ იმიტომ, რომ ამას შენი მოსახლეობა ითხოვს."
ზურაბიშვილს ჰკითხეს პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრის პერსპექტივებზეც, რაზეც მან თქვა, რომ ეს, გარკვეულწილად, დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე.
- "თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს), ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა", — თქვა პრეზიდენტმა.
შემცირდება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ — ამ კითხვაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ სპექტრს მიღმა და უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას "წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება".
პრეზიდენტს ჰკითხეს საგარეო საფრთხეებზეც. მან თქვა, რომ რუსული საფრთხე არ შეცვლილა.
- "სანამ რუსეთი ისეთივეა, როგორადაც ჩვენ ყოველთვის ვიცნობდით მას, ყოველთვის ასე იქნება, სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რბილი ადგილები არ არსებობდეს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში."
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები