მეოთხე დღე ნავალნის ცხედრის გარეშე — რას გვიჩვენებს კამერების ჩანაწერები
რა ხდება: ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედას არ უშვებენ სალეხარდის მორგში, სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის ცხედარია გადასვენებული.
დეტალები: "დილით ადრე მორგში ალექსეის დედა და ადვოკატები მივიდნენ. მათ შიგნით არ უშვებენ. ერთი ადვოკატი, ფაქტობრივად, გამოაძევეს. კითხვას, არის თუ არა იქ ალექსეის ცხედარი, თანამშრომლები არ პასუხობენ“, — თქვა ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა.
- მისივე თქმით, პოლიტიკოსის დედას და ადვოკატებს საგამოძიებო კომიტეტში უთხრეს, რომ გარდაცვალების ფაქტის შემოწმება გრძელდება.
- "კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, უცნობია. გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ტყუილებს გვეუბნებიან, დროს წელავენ და ამას არც მალავენ“, — წერს პოლიტიკოსის პრესმდივანი.
კადრები ქუჩის კამერებიდან
რუსულმა დამოუკიდებელმა მედიაგამოცემა მედიაზონამ მოიპოვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელიც გადაღებულია ლაბიტნანგისა და სალეხარდის კვეთაზე — მათი თქმით, ეს არის ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც ხარპის კოლონიიდან, სადაც ნავალნი სასჯელს იხდიდა, რაიონულ ცენტრამდე მისვლაა შესაძლებელი.
- კადრებში ჩანს ოთხი მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა, მათ შორის არის სასჯელაღსრულების სამსახურის მანქანები. კოლონამ გადაკვეთა მდინარე ობი და სალეხარდის მიმართულებით გაემგზავრა.
- "იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოხდა შუაღამისას, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სწორედ ამ კოლონით გადაასვენეს ნავალნის ცხედარი სალეხარდის მიმართულებით", — წერს მედიაზონა და კადრებს ავრცელებს.
რა ხდებოდა კოლონიაში, ნავალნის გარდაცვალებამდე
დოკუმენტში, რომელიც კოლონიის თანამშრომლებმა ნავალნის დედას მისცეს, ნათქვამია, რომ ის გარდაიცვალა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე.
- ნოვაია გაზეტა ევროპამ მოახერხა დაკავშირებოდა ერთ-ერთ პატიმარს კოლონიაში, სადაც ნავალნი იყო მოთავსებული გარდაცვალებამდე.
- მან რედაქციას უთხრა, რომ "გაუგებარი აჟიოტაჟი დაიწყო 15 თებერვლის საღამოს“.
”საღამოს შემოწმება, რომელიც ტარდება 20:00 საათიდან 20:30 საათამდე, ძალიან დაჩქარდა. ეს ხშირად ხდება დღესასწაულების წინა დღეს, როცა მესაზღვრეები ჩქარობენ სუფრასთან მისვლას, მაგრამ გუშინ არანაირი დღესასწაული არ იყო.
- მერე ყაზარმებში გამოგვკეტეს, გაგვაფრთხილეს, რომ ყაზარმებს შორის მოძრაობა არ იქნებოდა და დაცვა გააძლიერეს. ასე რომ, ეზოში ცხვირის გაყოფაც კი შეუძლებელი იყო.
- გვიან საღამოს და ღამით, სამჯერ გავიგეთ მანქანების მოძრაობის ხმა ზონაში, მაგრამ ფანჯრიდან შეუძლებელი იყო დანახვა, თუ რა მანქანები შემოვიდა", — ჰყვება პატიმარი.
მისივე თქმით, 16 თებერვლის დილიდან დაიწყო შენობების მკაცრი შემოწმება. მესაზღვრეების საუბრიდან პატიმრებმა დაასკვნეს, რომ კოლონიის თანამშრომლები ზემდგომი სტრუქტურების მიერ შემოწმებას ელოდნენ.
- "როგორც წესი, ზონის ადმინისტრაციაც და პატიმრებიც ამ შემოწმების შესახებ იგებენ ჩამოსვლამდე არა ერთი, ან ორი დღით ადრე, არამედ, დაახლოებით, ერთი თვით ადრე და წინასწარ ემზადებიან ამისთვის", — ამბობს გამოცემის წყარო.
მსგავსი: რუსეთში დააკავეს მღვდელი, რომელსაც სურდა, ნავალნისთვის პანაშვიდი გადაეხადა
მისივე ინფორმაციით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობილი მათთვის, ადგილობრივი დროით, 10 საათზე გახდა (მოსკოვის დროით 08:00 საათი).
- "სადამსჯელო საკანი, სადაც ნავალნი იყო, მდებარეობს ყაზარმიდან მოშორებით, მაგრამ თუ იქ სასწრაფო დახმარება მივიდოდა, ეს შესამჩნევი იქნებოდა“, — ამბობს პატიმარი. ”16-ში, დილას კოლონიაში სასწრაფო დახმარების მანქანები არ გამოჩენილა, ისინი გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნავალნი უკვე გარდაცვლილი იყო. ასე რომ, მე ვფიქრობ, ნავალნი გარდაიცვალა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოცხადდა. სავარაუდოდ, წინა ღამეს, თორემ რატომ გახდა საჭირო ჩვენი ყაზარმაში მკაცრად გამოკეტვა და დილით ჩხრეკის ჩატარება?!", — ამბობს პატიმარი.
ბოლო ხაზი: ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნების მოთხოვნით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს, ორ დღეზე ნაკლებ დროში, 52 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
- ალექსეი ნავალნი, რომელსაც 19-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ის 2021 წლის იანვარში დააკავეს, როდესაც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა. ის გერმანიაში მძიმე მოწამვლის გამო დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.
- რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ მაშინ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით იყო მოწამლული.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები