ომბუდსმენი თბილისის მერიას დაწესებულებებში შრომითი უფლებების დარღვევის 900-ზე მეტი ფაქტის შესახებ მიუთითებს
მოკლედ: სახალხო დამცველის აპარატის მიხედვით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ კულტურის 30 და სპორტის 2 დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგებისა და მწვრთნელების შრომითი უფლებები ირღვევა.
- ჯამში 918 თანამშრომელს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია, რადგან მათთან მერია ხელშეკრულებას ყოველ წელს 10 თვის ვადით აფორმებს.
- სპორტულ დაწესებულებებში დასაქმებულების ანაზღაურება ბენეფიციარებზეა დამოკიდებული და არაანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ ფუნქციონირებს.
2024 წლის 19 თებერვალს, ომბუდსმენმა თბილისის მერიას მიმართა წინადადებით, შეცვალოს თანამშრომლებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა, რომელიც ამჟამად, 1 წელზე ნაკლებია და "შრომითი ხელშეკრულებები შესაბამისობაში მოიყვანოს შრომის კოდექსთან".
დეტალები: აპარატის მიხედვით, 2023 წელს მათ მიმართა ერთ-ერთი ხელოვნების სკოლის პედაგოგმა, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელზე მეტია მუშაობს კონკრეტულ დაწესებულებაში, ის წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდა ანაზღაურებადი შვებულების უფლებით.
- ომბუდსმენმა მერიიდან გამოითხოვა კულტურისა და სპორტის ობიექტებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა, მათ შორის, გენდერის ჭრილში და თანამშრომელთა დასაქმების ხანგრძლივობა.
- ასევე, იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლეს.
- დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებმაც ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით ისარგებლეს.
ომბუდსმენის შეფასებით: კულტურის და სპორტის ობიექტების თანამშრომლებთან საშუალოდ, 15 წელია, რაც ყოველ წელს, 10-თვიანი შრომითი ხელშეკრულება იდება.
- ვინაიდან თანამშრომლების სამუშაო ძირითადი ფუნქციების შესრულებაა, "აპარატის მიიჩნევს, რომ არ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაც განსახილველ შემთხვევაში პედაგოგებთან/მწვრთნელებთან 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას გაამართლებდა".
- ომბუდსმენის შეფასებით, დასაქმებულებს ეზღუდებათ უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა.
რას ამბობს კანონი: საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება დასაშვებია თუ:
- შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო ან შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
- სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება ან ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
- შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს "დასაქმების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას;
- არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
კომენტარები