შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, ბითაძე ამტკიცებს, რომ 4 ძირითადი ყალბი ცნობა ვრცელდება — რა არგუმენტებია
მოკლედ: პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, შოვის სტიქიის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული შეფასებით ანგარიშზე, საზოგადოების მხრიდან "დაუსაბუთებელი მოსაზრებები ვრცელდება".
რა მოხდა: დღეს, 20 თებერვალს, ბითაძემ გამართა ბრიფინგი და შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გავრცელებულ "ძირითად ყალბ ინფორმაციებზე" ისაუბრა.
ესენია:
- მდინარე ბუბისწყლის აუზში ადგილი ჰქონდა წყლის გრძელვადიან შეგუბებას;
- მეწყრის მიზეზი ტყის უკანონო ჭრა გახდა;
- შოვში კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო, შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს, და არ ექნებოდა ასეთი დამანგრეველი შედეგები;
- განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში, შეიძლებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება.
მაია ბითაძე ჩამოთვლილ მოსაზრებებს უპირისპირებს ანგარიშს, რომელიც, მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნებსაც მოიცავს და "საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას სცემს პასუხს."
ბითაძის არგუმენტები: როგორც ბითაძე აცხადებს, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნითი ანგარიში ადასტურებს, რომ
- შოვში მეწყრის მიზეზი კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა იყო, რის გამოც, მყინვარი ბუბას სათავეებში, 1 მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავის ჩამოიშალა, რამაც ხელი შეუწყო ჯამში 4 მილიონი კუბური მეტრი მეწყრისა და ღვარცოფის ფორმირებას.
- სტიქიის განვითარებამდე, მდინარე ბუბისწყლის აუზში წყალი ხანგრძლივად არ იყო შეგუბებული, რასაც სტიქიამდე 3 საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათები და მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები ადასტურებს.
- ექსპერტების დასკვნაში, შოვში ხე-ტყის უკანონო-ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება. "საზოგადოების თქმით, კაპიტალური დამცავი ნაგებობის არსებობა შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს, ექსპერტების დასკვნით, მსგავსი ტიპის ხეობებში, კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიურ პროცესებს ვერ შეაკავებდა", — თქვა ბითაძემ.
- ასევე ყალბი ნარატივი უწოდა მოსაზრებას, რომ განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა . "განგაშის სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაფრთხილების დრო იმდენად მცირეა, რომ არათუ სტიქიის ზონიდან, არამედ მიმდებარე დასახლებებიდანაც კი მოსახლეობის დროული ევაკუაცია ხშირ შემთხვევაში თეორიულადაც კი შეუძლებელია", — განაცხადა მაია ბითაძემ.
რა არის ამ არგუმენტების საპირისპირო მოსაზრება: 2023 წლის 4 აგვისტოს, არასამთავროვო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოლოგიური ბიულეტენი — საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის.
ბიულეტენის მიხედვით,
- XX საუკუნის 80-იანი წლებიდან 2021 წლის ჩათვლით ჩატარებული კვლევების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან, გეოლოგიური რისკის ზონაში შედის 83 დასახლება, შოვი კი "გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება".
- ბიულეტენის მიხედვით, გეოლოგიური პროცესების რისკის ზონაში შედის სოფელი გლოლა. მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში განვითარებული ღვარცოფული პროცესები კი, საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
- მწვანე ალტერნატივის მიხედვით, კურორტი შოვისთვის გეოლოგიური საშიშროების რისკის მაღალი კატეგორიის მინიჭება მხოლოდ 2021 წელს, მდინარე დღვიორას მიერ შექმნილი პრობლემების გამო არ მომხდარა, არამედ, ჯერ კიდევ 2014 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში კურორტი შოვი მაღალი რისკის ზონად იყო განსაზღვრული.
- გეოლოგიურ საფრთხედ მდინარე დღვიორასთან ერთად, დასახელებულია მდინარე ჭანჭახის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადიც.
- მდინარე ჭანჭახის შენაკად მდინარე ბუბასთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენაზე და მისგან კურორტ შოვისთვის შექმნილ პრობლემაზე 2017 წლის 7 ივლისს ვიდეო გამოაქვეყნა ონის მუნიციპალიტეტის მერიამაც.
"მიგვაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვის და შესაბამისი სტრუქტურების მიერ კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი. ეს კი, თავის მხრივ, იქნებოდა 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე უფრო დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების გარანტი", — წერია მწვანე ალტერნატივას მიერ 2023 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სტრიქონებს შორის: 2023 წლის 6 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა პირველადი დასკვნა 3 აგვისტოს შოვში განვითარებული მოვლენების შესახებ. დასკვნის მიხედვით, შოვის სტიქიური მოვლენა ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული, რომელთა "ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია", მათ შორის, მყინვარის ინტენსიურ დნობა, ნალექები წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიულ პროცესები და ღვარცოფის გავლა.
ბოლო ხაზი: 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები