ცვალებადი ნიშნების მე-2 სეზონი: რა მომწონს და რა — არა
პოპულარული ქართული სერიალი ცვალებადი ნიშნები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მეორე სეზონით დაუბრუნდა მაყურებელს იანვარში. ვერ ვიტყვით, რომ წინა სეზონს მთლად "მაგნიტური" დასასრული ჰქონდა, მაგრამ მისმა ბოლო სერიამ მაინც ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგვიტოვა.
რაც შეეხება მეორე სეზონს, მართალია, ჯერ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი ვნახეთ, თუმცა, ამ სერიებმაც მოახერხა მაყურებლის ჩართვა ინტერნეტგანხილვებში. სწორედ ამ დისკუსიის ნაწილია ეს სტატიაც — ის მეორე სეზონის სტარტის შეფასებაა და არა ზოგადად სეზონის შეჯამება.
ტექსტში ალაგ-ალაგ შეხვდები სპოილერებს, მაგრამ არაფერს — საგანგაშოს, ანუ ისეთს, ყურებისას შენ თვითონვე რომ ვერ გამოიცნობდი
მომწონს ახალი სახეების გამოჩენა
ცვალებად ნიშნებში თავიდანვე შესამჩნევი იყო ვარსკვლავური სახეების სიმრავლე. მართალია, სერიალმა ახალბედა და ძალიან საინტერესო მსახიობებიც გაგვაცნო (მაგალითად, ანუკი ბუბუტეიშვილი ან ლაშა მებუკე), მაგრამ პირველი სეზონის განსაკუთრებული მოლოდინი დიდწილად მაინც იმან შექმნა, რომ მასში ნანკა კალატოზიშვილი, ია ფარულავა, ირაკლი კვირიკაძე, გიორგი მახარაძე და ქართველი მაყურებლის კიდევ ბევრი სხვა საყვარელი სახე მონაწილეობდა.
ისედაც ვარსკვლავურ დასს კი ამ სეზონზე კიდევ უფრო მეტი ცნობილი მსახიობი შეემატა: ანდრო ჭიჭინაძე, თინა დალაქიშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, ნინო ქორიძე, ნატალია ყულოშვილი... ეს სიახლე იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ სერიალში პერსონაჟთა გალერეა უფრო გამრავალფეროვნდება, სიუჟეტური ხაზები კი, იმედია, უფრო გაიშლება და საინტერესო გახდება. აი, ამ იმედს მივყავართ შემდეგ პუნქტამდე...
არ მომწონს მეტისმეტი რომანტიკა და სექსი
გასაგებია, რომ ცვალებადი ნიშნები ახალგაზრდული სერიალია და მისი პერსონაჟების ყოველდღიურობაც უმეტესად თანატოლებთან ურთიერთობებისგან შედგება, მაგრამ სულაც არაა აუცილებელი, ეს ურთიერთობები რომანტიკულ-სექსუალური იყოს. სექსის სცენები თანამედროვე ფილმებსა და სერიალებში ამერიკელ მაყურებელსაც კი ეზედმეტება, ქართულ რეალობაში კი, სადაც საშუალო სტატისტიკური სტუდენტის დღე ლექციებზე გაქცევის, სამსახურში გამოქცევისა და ძილისგან შედგება, დღენიადაგ აღგზნებული ახალგაზრდების ხილვა შემაწუხებლად არარეალისტური მგონია.
კვლევაც მოწმობს, რომ Gen Z თაობის მაყურებელს ეკრანზე უფრო მეტი მეგობრული ურთიერთობის ხილვა სურს. ამის დეფიციტს ცვალებადი ნიშნები კი არ უჩივის, მაგრამ იქ, სადაც შეიძლებოდა ურთიერთობის არამეინსტრიმული და უფრო საინტერესო სახე, მაგალითად, ყოფილების (ალექსანდრე და ელენე) მეგობრობა გვენახა, ისევ და ისევ კოცნას ვხედავთ.
არამეინსტრიმულობა ვახსენეთ და აქვე იმის იმედსაც დავიტოვებ, რომ ჰეტერონორმატიულობით გაჟღენთილ ქართულ სატელევიზიო სივრცეს ეს ახალგაზრდული სერიალი მაინც გაარღვევს და სრულყოფილ ქვიარ ხაზს შემოგვთავაზებს.
მომწონს საუნდტრეკი
ჰო, რომანტიკული სცენების სიჭარბე დიდად არ მხიბლავს, მაგრამ თუ ამ კადრებს ფონად Kung Fu Junkie-ის ტექნომაგია ადევს... იყოს, რა უჭირს?!
საუნდტრეკი პირველივე სეზონიდან იყო ცვალებადი ნიშნების ერთ-ერთი ძლიერი მხარე. სერიალისთვის მუსიკას ნიკა ჩოხელი წერს, რომელსაც პოპულარული ტელეპროექტების საუნდტრეკებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს (ჩცდ, ხელოვნური სუნთქვა, თესეა). ცვალებადმა ნიშნებმა კი ჩოხელის ახალი ჯგუფი, AVARA-ც, გაგვაცნო, რომლის პირველი სინგლი AZZE AR VAR სერიალის ქუდს ადევს.
ვფიქრობ, ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს სიმღერა პირველივე მოსმენიდან აეკვიატა. აი, მეორე სეზონში კი კომპოზიციის ახალი ვერსიაც გაჟღერდა, რომელიც ჯგუფმა სტეფანესთან კოლაბორაციით ჩაწერა.
არ მომწონს ძალიან ადვილად შესამჩნევი რეკლამები
პოპულარულ ფილმებში, სერიალებსა და წიგნებშიც კი, ეგრეთ წოდებული ფროდაქთ ფლეისმენთი უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, რეკლამირების ამ მეთოდის უმთავრესი პრინციპია, რიგითი მაყურებლისთვის "შეუმჩნეველი" დარჩეს. სხვა შემთხვევაში, ის კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანს და ეს შემაწუხებელიც კია.
ადვილად შესამჩნევი რეკლამა ცვალებადი ნიშნების პირველ სეზონშიც გვახსოვს; თუმცა, მეორე სეზონის ერთ ეპიზოდში ეს ყველაფერი სარეკლამო ჭრას უფრო დაემსგავსა: ოთო ნატასთან საუბარში სასხვათაშორისოდ ჰყვება, როგორ უნდა გახდე კონკრეტული კომპანიის კურიერი — "ძალიან მარტივი ყოფილა: იწერ აპლიკაციას, რაღაც ტრენინგებს გადიხარ და მერე...".
სხვათა შორის, მაგ ეპიზოდში ამავე კომპანიის რეკლამა კიდევ ერთხელ გვეჩხირება თვალში: ერთ-ერთი პერსონაჟი აპლიკაციას ხსნის და ტელეფონთან მიახლოებულ ამ კადრში მთელი ორწამნახევარი ვუყურებთ, როგორ იტვირთება აპი.
მომწონს მნიშვნელოვან თემებზე ცნობიერების ამაღლება
ცვალებადი ნიშნების პირველმა სეზონმა რამდენიმე პრობლემურ და ტაბუირებულ საკითხს გაუსვა ხაზი და მაყურებელს მათზე საუბრის დაწყებისკენ უბიძგა. მაგალითად, რა არის "ბოდიშეიმინგი", სექსუალური შევიწროება, როგორ შეიძლება ძალადობის ამ ფორმების ამოცნობა და დახმარების პოვნა. სერიალში სიუჟეტის შესაბამისი განვითარების პარალელურად, ცვალებადი ნიშნების ფეისბუქგვერდზე ქვეყნდებოდა თემატური ინფორმაციაც ცნობიერების ასამაღლებლად.
მიხარია, რომ ეს ტენდენცია მეორე სეზონშიც გაგრძელდა. გასულ სერიებში იყო საუბარი კიბერბულინგზე და სგგი-ზე (სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე). ორივე თემის შესახებ ფეისბუქგვერდზეც ვიხილეთ ვრცელი და საჭირო ცნობები: გავრცელებული მითები, რჩევები და სხვა.
თუმცა...
არ მომწონს სოციალური თემების ტრაფარეტულად გაშუქება
სოციალური თემატიკის სერიალში საზოგადოებრივი პრობლემების წარმოჩენა აუცილებელიც კია, თუმცა, რეკლამებისა არ იყოს, ამასაც სათანადო ფორმა უნდა ჰქონდეს. აი, ავიღოთ, ჩცდ — სერიალის შემქმნელებმა რეალობაში არსებულ ბევრ პრობლემას გაუსვეს ხაზი: მაგალითად, ოჯახში როლების არათანაბარ განაწილებას და ძალადობრივ ურთიერთობებს და მათ შედეგებს. თუმცა, ეს თემები არასდროს ყოფილა შაბლონურად და "დაღეჭილად" წარმოჩენილი; ნანახი ყოველთვის ტოვებდა სივრცეს ინტერპრეტაციისა და დისკუსიისთვის.
ამას ვერ ვიტყვით ცვალებადი ნიშნების მეორე სეზონის ერთ-ერთ სცენაზე, რომელიც წესით სექსისტურ ნარატივებს უპირისპირდება; დაბადების დღის წვეულებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებიან, ერთ-ერთი გოგო ყოფილ პარტნიორთან შეკამათებით ყურადღების ცენტრში ექცევა:
"რა არის სამარცხვინო იმაში, რომ ქალს ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება აქვს? აი, კაცი რომ გამოცდილებით იზომება და ქალი — უბიწოების ქამრით, მაგიტომ ვცხოვრობთ ასეთ სი*ობაში. ა, თუ არც ასეთი სიტყვები ეკადრებათ გოგოებს?".
ეს მონოლოგი იმდენად ჰგავდა პათეტიკური პოლიტიკოსის ან აქტივისტის სიტყვით გამოსვლას, რომ სლენგის გამოყენებამაც ვერ უშველა — მით უფრო, რომ მას გარშემომყოფების ტაში მოჰყვა, რამაც სცენა კიდევ უფრო გადამლაშებული გახადა.
ასეთივე ტრაფარეტულად მეჩვენა ის სცენები, სადაც არაფორმალურ საუბრებში სლოგანური ფრაზებით ამტკიცებენ, რომ "ქალის საქმე" ბიზნესიც შეიძლება იყოს და რომ "ქალს სრულყოფილებისთვის დედობა არ სჭირდება".
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სერიალისთვის, მით უმეტეს ახალგაზრდების აუდიტორიაზე გათვლილი პროექტისთვის, ამ და სხვა სწორი "მესიჯების" გაგზავნა მნიშვნელოვანი მისიაა, მაგრამ მისი შესრულება სიფრთხილესთან ერთად ოსტატობასაც მოითხოვს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები