თურმე ჯიფსი როუზი ჯოუი კინგს შეხვდა, რომელიც The Act-ში მის როლს ასრულებს
ცოტა ხნის წინ ჯიფსი როუზ ბლანჩარდის ციხიდან გამოსვლამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. 2015 წლის ივნისში ჯიფსიმ თავის იმდროინდელ შეყვარებულ ნიკთან ერთად, დედამისის მკვლელობა დაგეგმა. ჯიფსის მკვლელობის დაგეგმვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და დროზე ადრე გაათავისუფლეს, ნიკს კი, მკვლელობის ჩადენისთვის მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევს.
ამ შემთხვევამ იმიტომ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება, რომ ჯიფსის დედას,დიდის, მიუნჰაუზენის სინდრომი ჰქონდა. დიდის მთელი ცხოვრება სჯეროდა და შვილსაც აჯერებდა, რომ ჯიფსის სხვადასხვა დაავადება ჰქონდა და ამ დაავადებების სიმპტომებს წამლების თუ სამედიცინო პროცედურების მეშვეობით ხელოვნურად იწვევდა.
ჯიფსის ისტორიაზე 2017 წელს დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, მოგვიანებით კი, 2019 წელს, Hulu-მ სერიალი The Act გადაიღო, რომელშიც ჯიფსისა და მისი დედის როლებს ჯოუი კინგი და პატრისია არკეტი ასრულებენ. არკეტმა როლისთვის ოქროს გლობუსი და ემი მიიღო, ჯოუი კინგმა კი ოქროს გლობუსისა და ემის ნომინაციები.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯიფსიმ განაცხადა, რომ სერიალის შემქმნელებთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც ანაზღაურება მიუღია. ინტერნეტსივრცეში დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ჯიფსი ჯოუი კინგზე გაბრაზებული იყო, თუმცა კინგმა ჭორები უარყო.
მსახიობმა ჯოუი კინგმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯიფსის შეხვდა.
"მასთან პირისპირ საუბარი ძალიან კარგი იყო. ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ერთმანეთისთვის სასიამოვნო რაღაცები გვეთქვა და მხარდაჭერაც გამოგვეცხადებინა, რადგან ინტერნეტში ხალხი სულელურად იქცევა და იმის სჯერათ, რაც უნდათ. ხალხი რაღაცებს გასართობად იგონებს... ძალიან კარგია, რომ თავისუფალია და ახლა ცხოვრების დაწყება შეუძლია", — აღნიშნა ჯოუი კინგმა Variety-თან.
ციხიდან გამოსვლამდე და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯიფსიმ თავის ისტორიაზე ბევრი ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც 7 წლის იყო, დედამისი ამტკიცებდა, რომ მას კუნთოვანი დისტროფია და ლეიკემია ჰქონდა, რის გამოც შვილს თავი გადაპარსა და ეტლით გადაადგილება დააწყებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯიფსის სიარული შეეძლო.
ჯიფსის მტკიცებით, მაშინ სჯეროდა, რომ დედის მკვლელობის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. ის ჰყვება, რომ სახლიდან გაქცევა სცადა, მაგრამ დედამ მისი დაჭერა შეძლო. იურიდიულად, ჯიფსის მეურვე დედამისი იყო და ჯიფსის დამოუკიდებლად არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
ციხიდან გამოსვლამდე 1 დღით ადრე, ჯიფსიმ ინტერვიუში თქვა, რომ დედის მკვლელობას ყოველდღე ნანობს და ფიქრობს, რომ მისი მოკვლის ნაცვლად, პოლიციისთვის უნდა მიემართა.
"უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იქნებ, ბავშვობაში ნათესავებისთვის მეთქვა, რომ სინამდვილეში არაფერი მჭირდა და დედა ავად ძალით მხდიდა. იქნებ, უბრალოდ იმ მომენტში დავბრუნებულიყავი, როცა ნიკთან ერთად მისი მკვლელობა დავგეგმე და ამის ნაცვლად, ყველაფრის პოლიციისთვის თქმა გადამეწყვიტა. ამაზე ფიქრი მტანჯავს", — განაცხადა ჯიფსიმ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები