საქართველოს ბანკმა სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი 304 მილიონ დოლარად შეიძინა
საქართველოს ბანკმა მიაღწია შეთანხმებას სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, ამერიაბანკის 303,6 მილიონ დოლარად შეძენაზე.
საქართველოს ბანკის ჯგუფმა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, სომხური ბანკის წილების 90%-ის შესყიდვის შესახებ გუშინ, 19 თებერვალს განაცხადა. შეთანხმება საშუალებას მისცემს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), შეინარჩუნოს თავისი 10%-იანი წილი ბანკში.
შესყიდვა მარეგულირებლებმა, მათ შორის, სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა უნდა დაამტკიცოს.
"ამერიაბანკი", რომელიც 1992 წელს დაფუძნდა, არის სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, რომელმაც 2023 წელს, ყველაზე მაღალი გადამხდელი კომპანიების სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა (წლიურად, დაახლოებით 64 მლნ დოლარის ეკვივალენტი). ბანკი ,ნაწილობრივ, მთიანი ყარაბაღის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, რუბენ ვარდანიანს ეკუთვნის.
საქართველოს ბანკის ჯგუფმა ორშაბათს განცხადებაში აღნიშნა, რომ "ახალი თავის დასაწყებად", აპირებს სახელის შეცვლას, მას შემდეგ, რაც გარიგება დასრულდება.
ორშაბათს, "ამერიაბანკმა" განაცხადა, რომ ის იმუშავებს როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ჯგუფში "საკუთარი ბრენდის სახელითა და არსებული ხელმძღვანელობით, რომელიც ერთგულია "ამერიაბანკის" მიერ მიღებული სტრატეგიული მიზნების, ღირებულებების, მისიისა და ხედვის მიმართ“.
"ამერიაბანკი ჯგუფთან ამ ტრანზაქციას განიხილავს, როგორც მისი გრძელვადიანი ზრდის ერთ-ერთ დასაბუთებულ ვარიანტს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საკამათო შენაძენი
გაყიდვამ სომხეთში კითხვები გააჩინა, გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს, შესაძლოა, აქციონერ რუბენ ვარდანიანის თანხმობის გარეშე მოხდა.
ამერიაბანკის ვებსაიტზე მითითებულია, რომ ვარდანიანი არის "იმასტ ჯგუფის" მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, რომელიც ფლობს ბანკის 49%-ს.
ვარდანიანი, სომეხი-რუსი მილიარდერი, მცირე ხნით მუშაობდა მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, 2022-2023 წლებში. ის 2023 წლის სექტემბრიდან, მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციის შემდეგ, აზერბაიჯანის ციხეშია.
ორშაბათს მესროპ არაკელიანმა, ვარდანიანის პოლიტიკურმა მოკავშირემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მილიარდერს "არანაირი კავშირი არ აქვს ბანკის შესაძლო გაყიდვასთან“, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.
ასევე, გაჩნდა ვარაუდი, რომ აზერბაიჯანს შეეძლო გავლენა მოეხდინა ვარდანიანზე, გაეყიდა საკუთარი წილები. Hetq-ის მთავარმა რედაქტორმა, ედიკ ბაღდასარიანმა თქვა, რომ საეჭვო იყო, იცოდა თუ არა ვარდანიანმა შეთანხმების შესახებ.
"ამერიაბანკის უმსხვილესი აქციონერი რუბენ ვარდანიანია. 2023 წლის 27 სექტემბრიდან ის ბაქოს ციხეშია. ცხადია, მან არ იცის ამ გარიგების შესახებ. სცადა თუ არა მთავრობამ, გაერკვია, ხომ არ აიძულებს ალიევი ვარდანიანს ბანკის გაყიდვას?”, — განაცხადა მან.
არც ამერიაბანკმა და არც სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა არ უპასუხა საგამოძიებო გამოცემა Hetq-ს, დათანხმდა თუ არა ვარდანიანი ბანკში მისი წილების გაყიდვას.
ამას გარდა, გაჩნდა შეშფოთებაც, საქართველოში მნიშვნელოვანი თურქული და აზერბაიჯანული კაპიტალის არსებობის გამო. თუმცა ასეთი შეშფოთებები უსაფუძვლოდ მიაჩნია სომეხ ეკონომისტს, ჰაიკაზ ფანიანს. ის ამბობს, რომ შესაძლებელია, საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციებს ფლობდნენ აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები, თუმცა ეს არ შექმნის უსაფთხოების რისკს და ასეთ აქციონერებს არ ექნებათ წვდომა კომპანიის მიერ დაცულ პერსონალურ მონაცემებზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები