The Beatles-ის თითოეულ წევრზე ცალკე ფილმს გადაიღებენ
ლივერპულელი ოთხეულის ცხოვრებას მალე უფრო ახლოდან გავიცნობთ. ლეგენდარულ The Beatles-ზე ოთხ ფილმს გადაიღებენ — თითოეული ჯგუფის ერთი კონკრეტული წევრის პერსპექტივით გვიჩვენებს "ყველა დროის უდიდესი ბენდის განმაცვიფრებელ ისტორიას".
ფილმების რეჟისორი ოსკარის ნომინანტი სემ მენდესი იქნება. პოლ მაკარტნიმ, რინგო სტარმა და გარდაცვლილი ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ოჯახებმა ფილმის შემქმნელებს არქივზე წვდომისა და მუსიკის გამოყენების უფლებები სრულად გადასცეს. მართალია, The Beatles-ზე აქამდე არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პროექტი უშუალოდ ჯგუფის წევრებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერით ხორციელდება.
"ჩემთვის დიდი პატივია, ყველა დროის უდიდესი როკჯგუფის ამბავს მოვყვე", — აღნიშნავს მენდესი, რომელსაც ჯეიმს ბონდის ფილმებზეც უმუშავია.
რეჟისორის სკამთან ერთად, მენდესი პროექტში პროდიუსერის როლსაც მოირგებს. ფილმების აღმასრულებელი პროდიუსერი კი The Beatles-ის დაფუძნებული ორგანიზაციის, Apple Corps Limited-ის, წარმომადგენელი ჯეფ ჯონსი იქნება.
"ჩვენი მიზანია, ეს პროექტი გამორჩეულად ამაღელვებელ, ეპიკურ კინომოვლენად ვაქციოთ: ოთხი ფილმი, ოთხი განსხვავებული პერსპექტივით მოყოლილი ერთი ამბავი ყველა დროის ყველაზე სახელგანთქმულ ჯგუფზე", — ამბობს ჰარისი, — "დიდი პატივია ისიც, რომ პროექტს The Beatles-ისა და Apple Corps-ის მხარდაჭერა აქვს".
///
როგორც ვიცით, ოთხივე ფილმი ერთ წელს გამოვა — 2027-ში. სხვა დეტალები მათ შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
The Beatles მუსიკის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ჯგუფად მიიჩნევა: მსოფლიოში ბენდის გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა 600 მილიონს აღწევს. ინგლისური როკმუსიკის კლასიკად ქცეული ოთხეული ლივერპულში 1960 წელს ჩამოყალიბდა. ათწლიანი არსებობის განმავლობაში კი, The Beatles-მა მუსიკალური ჩარტების ლიდერობით არაერთი რეკორდი მოხსნა. ამასთან, ბენდს მიღებული აქვს გრემის შვიდი ჯილდო და ოსკარიც. ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ 2004 და 2011 წლებში შედგენილ ასეულში — ყველა დროის უდიდესი შემსრულებლები — The Beatles პირველ ადგილზე იყო. გამოცემა Time-მა ჯგუფი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა.
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები