ალექსეი ნავალნის დედას შვილის ცხედარი აჩვენეს, მისი თქმით, ხელისუფლებას პოლიტიკოსის საიდუმლოდ დაკრძალვა სურს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: ალექსეი ნავალნის დედამ ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ შვილის ცხედარი აჩვენეს.
- "ეს-ესაა გამოვედი ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტიდან. თითქმის 24 საათი გავატარე მე იქ, მარტომ, გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად. ადვოკატი მხოლოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში შემოუშვეს. გუშინ ღამით მათ ჩუმად წამიყვანეს მორგში, სადაც მაჩვენეს ალექსეი", — განაცხადა ლუდმილა ნავალნაიამ.
დეტალები: ლუდმილა ნავალნაიას თქმით, გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი იციან, მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი. "ეს დოკუმენტები მე ვნახე, ხელი მოვაწერე გარდაცვალების მოწმობას.
- "კანონით, მათ დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცათ ჩემთვის ალექსეის ცხედარი, თუმცა, ეს ჯერ კიდე არ გაუკეთებიათ", — თქვა ნავალნის დედამ. მისი თქმით, მას აშანტაჟებენ და უყენებენ პირობას, სად, როდის და როგორ უნდა დაასაფლავონ ნავალნი.
- "ჩემი თანდასწრებით მოსდით ბრძანებები, ან კრემლიდან, ან საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატიდან. მათ სურთ, რომ დაკრძალვა მოხდეს ჩუმად, გამომშვიდობების გარეშე. მათ სურთ, მიმიყვანონ სასაფლაოს განაპირას, ახალ საფლავთან და მითხრან — აი, აქ არის დაკრძალული თქვენი შვილი. მე ამაზე თანახმა არ ვარ", — თქვა ლუდმილა ნავალნაიამ.
- ლუდმილა ნავალნაიას თქმით, ვიდეოს ჩაწერა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ემუქრებიან. მას უთხრეს, რომ თუ არ დათანხმდება ნავალნის ჩუმად დაკრძალვას, "მის ცხედარს რაღაცას უზამენ".
- "გამომძიებელმა ვარაპაევმა ღიად მითხრა — დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, ცხედარი იხრწნება", — ამბობს ლუდმილა ნავალნაია.
ბოლო ხაზი: 2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გასეირნების შემდეგ გარდაიცვალა.
- გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
- ოპოზიციონერის თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს და კრემლი დანაშაულის კვალის დამალვას ცდილობს.
- ლუდმილა ნავალნაიამ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან პაემანზე იმყოფებოდა ციხეში. დედის თქმით, პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობას არ უჩიოდა.
- ამაზე მეტყველებს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 15 თებერვალს, ნავალნის ვიდეო-ჩართვა სასამართლოზე.
გაიგე მეტი: იულია ნავალნაია: ალექსეი ნავალნის საქმეს მე გავაგრძელებ
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები