270 პირი დავაკავეთ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2024 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ — შსს
მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორი.
- ამის შესახებ დღეს, 23 თებერვალს, თეიმურაზ კუპატაძემ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ბრიფინგზე განაცხადა.
დეტალები: შსს-ს მიხედვით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.
- შსს-მ დააკავა როგორც ნარკორეალიზატორები, ასევე ე.წ დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
- "დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები", — თქვა თეიმურაზ კუპატაძემ.
- შსს-მ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების შემოწმებისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.
- დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით.
- მისი თქმით, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც "უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სთავაზობენ სოლიდურ გასამრჯელოს."
ფართო სურათში: სახელმწიფოს არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად შეახსენებენ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და გამოწვევებზე.
მაგალითად, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) მიერ ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა" ითვალისწინებდა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირების ვალდებულებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანისა და შედეგების თაობაზე.
- "ამის მიუხედავად, საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არ ქვეყნდება ინფორმაცია ზედოზირების რისკებზე, სიმპტომებსა და პირველადი დახმარების გზებზე, ამჟამად მოქმედ (2023-2024 წლების) სამოქმედო გეგმაში კი მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირების (მათ შორის საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნების გზით) ღონისძიებები საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული", — აცხადებს SJC.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ზიანის შემცირებისა და ზედოზირებით გამოწვეული ლეტალური შედეგების ეფექტიანი პრევენციისთვის, აუცილებლად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:
- ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის განხორციელება, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული: "სისტემურ რეფორმაში, პირველ რიგში, მოვიაზრებთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოდანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციების ლიბერალიზაციასა და მკურნალობა-რეაბილიტაციის სისტემის გაუმჯობესებას", — აღნიშნავს ორგანიზაცია.
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდით ზედოზირების სტატისტიკის წარმოება;
- პრეპარატ „ნალოქსონის“ (Naloxone) ხელმისაწვდომობის გაზრდა სააფთიაქო ქსელებში;
- ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა;
- პირველადი პრევენციის გაძლიერების ფარგლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, პრევენციულ პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა წრის გაფართოება;
- საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიითა და პრევენციული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებით;
- გასართობ-სარეკრეაციო და სხვა სივრცეებში, სადაც არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გაზრდილი საფრთხე, ზიანის შემცირებისა და კრიზისული შემთხვევების მართვის მექანიზმების დანერგვა;
- პირებმა, რომლებიც მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ სარისკო ქცევისგან და ისარგებლონ სათემო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული საინფორმაციო თუ ზიანის შემცირებისკენ მიმართული მასალებით.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები