Tegeta Truck & Bus-მა 2023 წელი გაყიდვების 84%-იანი ზრდის მაჩვენებლით დაასრულა
2023 წელი თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ Tegeta Truck & Bus-მა მასშტაბური ადგილობრივი თუ რეგიონული პროექტებით დახურა. გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, საერთაშორისო ჯილდოები და ტენდერები — ასეთი იყო 2023 წელი MAN-ის ოფიციალური დილერისთვის საქართველოში.
კომპანიის ისტორიაში პირველად, კომერციულ და კერძო სეგმენტზე, ჯამურად, 226 ერთეული ტექნიკა გაიყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. Tegeta Truck & Bus-მა, როგორც გერმანული ბრენდის, MAN-ის ოფიციალურმა იმპორტიორმა, საუკეთესო შედეგი აჩვენა ამ ბრენდის ორიგინალი ნაწილების რეალიზაციაში, შედეგად კომპანიამ 2023 წელს გაყიდვების მიმართულებით შთამბეჭდავ 84%-იან ზრდას მიაღწია.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: "გასული წელი Tegeta Truck & Bus-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო როგორც კომერციული, ისე ავტობუსების ბიზნესის მიმართულებით. უშუალოდ კომერციული ტექნიკის რეალიზაციაში 113%-იანი ზრდა ვაჩვენეთ. გარდა ამისა, 2023 წელს MAN-ის ტექნიკა იმაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა, ვიდრე გასულ სამ წელში ჯამურად. გაყიდვების კუთხით მეორე ადგილზეა ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი HINO, რომელიც სადისტრიბუციო სეგმენტზეა გათვლილი. გასულ წელს კომპანია ჰერცს HINO-ს 60 ერთეული ტექნიკა გადავეცით. 2023-ში წარმატებით გაიყიდა Tegeta Truck & Bus-ის პორტფელში შემავალი ახალი ჩინური ბრენდის, XCMG-ის ტექნიკა, რომელიც გამოირჩევა სანდოობითა და ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრენდს ჩვენი მომხმარებელი ჯერ არ იცნობდა, 40 ერთეულის რეალიზაცია შევძელით და ამ მაჩვენებელს წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ".
გასული წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო რეგიონში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც. ქართულმა კომპანიამ EBRD-ის საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, ერევნის მუნიციპალიტეტს 87 ერთეული კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე, 12C ტიპის, MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსი გადასცა. ეს იყო თეგეტა თრაქ ენდ ბასის პირველი ნაბიჯი საერთაშორისო არენაზე, MAN-ის ბრენდთან ერთად.
Tegeta Truck & Bus-მა EBRD-ის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 18-მეტრიანი ავტობუსების ტენდერშიც გაიმარჯვა. ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების 50 ერთეული კომპანიამ უკვე შემოიყვანა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცა. ავტობუსები კონკრეტულ მარშრუტებზე თბილისში უკვე გადაადგილდება. წლის ბოლომდე კი მუნიციპალური ავტოპარკი, ჯამში, 160 ერთეული თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება. ავტობუსებს ტექნიკურ მომსახურებას უწევს თეგეტა თრაქ ენდ ბასის გამოცდილი მექანიკოსების 30-კაციანი გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე. 2023 წელს ავტობუსებზე 17 000-მდე ინდივიდუალური სერვისი განხორციელდა.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: "რაც შეეხება კომერციული ტექნიკის მომსახურებას, თბილისში, თეგეტა მოტორსის ცენტრალურ ფილიალში, ფუნქციონირებს MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი. თითქმის დასრულებულია გერმანული ბრენდის მეორე სერვისცენტრის ავტორიზაცია, რომელიც ქუთაისში იხსნება. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა და წელს დასრულდება გეზ-ის ობიექტი, სადაც იქნება სატვირთოების ყველაზე დიდი სერვისცენტრი მთელ ამიერკავკასიაში, რომელსაც ასევე ექნება MAN-ის ავტორიზაცია".
Tegeta Truck & Bus-ის პორტფელს 2023 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაემატა. გარდა ამისა, კომპანიამ გადადგა პირველი ნაბიჯები ელექტროტექნიკის რეალიზაციის მიმართულებით.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: "2023-ში დავიწყეთ ჩინური XCMG-ის ბრენდით აქტიურად ოპერირება სატვირთო ტექნიკის ბაზარზე. საქართველოში ჩინური ტექნიკის სეგმენტი მზარდია და ვფიქრობთ, XCMG-ის ბრენდი ამ ბაზარზე ჩვენი მთავარი დასაყრდენი იქნება. ასევე გადავდგით პირველი ნაბიჯები ელექტროტექნიკის მიმართულებით და შემოვიყვანეთ ცენტროს ბრენდის, სრულად ელექტრული, მიკროავტობუსის ტიპის სადისტრიბუციო მანქანები".
თეგეტა თრაქ ენდ ბასის წარმატებულმა საქმიანობამ გასულ წელს საერთაშორისო აღიარებებიც მოიპოვა. მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც 71 ქვეყნის იმპორტიორი ესწრებოდა, MAN-ის მეორადი ტექნიკის გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის გამო, კომპანიამ მიიღო ჯილდო — MAT TopUsed Best Practice. მეორე საერთაშორისო აღიარება კი დუბაიში მოიპოვა, სადაც გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მარკეტინგული პრაქტიკა EMEA/CIS ქვეყნებში.
წარმატებული 2023-ის შემდეგ Tegeta Truck & Bus-ს ამბიციური გეგმები აქვს 2024 წლისთვის. კომპანია გეგმავს 300 ერთეულამდე ტექნიკის რეალიზაციას, თავის პორტფელში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დამატებას, ელექტრიფიცირების მიმართულების გააქტიურებას, ჩინური ტექნიკის ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და MAN-ის ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები