"თიბისი სწავლისა და განვითარების მუდმივ შესაძლებლობას მაძლევს" — რას ჰყვებიან თიბისის თანამშრომლები
ბავშვობაში ალბათ ყველასთვის უკითხავთ, როცა გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდეო. ჩვენც ვფიქრობთ, რისი კეთება გვსიამოვნებს ყველაზე მეტად. საოცნებო სამსახური ყველასთვის განსხვავებული შეიძლება იყოს. თუმცა, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ ცხადია — სამუშაო გარემო უდიდეს გავლენას ახდენს თითოეულ თანამშრომელზე და შესაბამისად, კომპანიის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.
თიბისი, რომელიც უკვე 32 წელია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად ვითარდება, მუდმივად ცდილობს, თანამშრომლებს ჯანსაღი სამუშაო პირობები და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები შესთავაზოს. აქ იციან, რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და თავისი საქმე სიყვარულითა და ენთუზიაზმით აკეთოს.
თიბისიში მუშაობის გამოცდილებას თავად კომპანიის გუნდის წევრები გვიზიარებენ.
შორენა წურწუმია, რომელიც პერსონალური საბანკო მომსახურების კოორდინატორია, ყველაზე მეტად იმ ღირებულებებს აფასებს, რასაც კომპანიის საქმიანობა ემყარება.
"თიბისისთვის მთავარი ღირებულებები ადამიანური დამოკიდებულება, გულწრფელობა, სიკეთე და სიყვარულია", — ამბობს ის.
მსგავსი სამუშაო პირობები თანამშრომლებს აძლევს საშუალებას, არ იყვნენ დაძაბულები მუშაობის პროცესში და სიყვარულით აკეთონ თავიანთი საქმე. ამას აღნიშნავს თიბისის სოციალური მედიის კომუნიკაციების მენეჯერი, ელენე გამისონიაც:
"თიბისი ჩემთვის მეორე ოჯახია, რომელმაც მომხმარებელზე ზრუნვა მასწავლა. ეს კი ნებისმიერი თიბისელის პრიორიტეტია."
თიბისიში მუშაობის გამოცდილებას გვიზიარებს პროდუქტის დიზაინერი, ია ხარაბაძეც. ის, რაც თავის სამსახურში ყველაზე მეტად მოსწონს, ინოვაციურობა, სიახლეებისადმი ღიაობა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებია. ასეთია, მაგალითად, თიბისი აკადემია, რომელიც თანამშრომლებს სთავაზობს სასწავლო კურსებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის და სხვა მსგავსი მიმართულებების შესახებ.
"თიბისი სწავლისა და განვითარების მუდმივ შესაძლებლობას მაძლევს. აქ აფასებენ ინოვაციებს, თანამშრომლობასა და პროფესიულ წინსვლას", — აღნიშნავს ია ხარაბაძე.
თიბისიში არსებულ მოსახერხებელ და კომფორტულ სამუშაო გარემოზე საუბრობს თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსი, ლუკა მირიანაშვილიც:
"თიბისელობა ნიშნავს ერთი დიდი გუნდის წევრობას, სადაც განვითარებისა და სიახლეების აღმოჩენის უსაზღვრო შესაძლებლობა გაქვს", — ამბობს ის.
თიბისი, რომლისთვისაც თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მათ პიროვნული და კარიერული განვითარების არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს: გარდა ჯანმრთელობის სტანდარტული დაზღვევისა, თიბისელებს აქვთ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაც. მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, თიბისიში დასაქმებულები სარგებლობენ ფსიქოლოგთან ვიზიტით, გასვლითი ვარჯიშებით, თერაპიული ვორქშოპებით, სპეციალური ფასდაკლებებით, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით, სპორტული აქტივობებითა თუ გასართობი შეხვედრებით.
თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც იქნება ჯანსაღი ურთიერთობები, მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო და განვითარების არაერთი შესაძლებლობა, მაშინ გაგიმართლა — თიბისის გუნდი ახალ წევრებს ეძებს.
შეუერთდი თიბისის და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები