5 კომპანია, რომელიც Meta-მ სხვადასხვა დროს შეიძინა
Meta Inc. (META) 2004 წელს დაარსებული მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ფლობს Facebook-ს. ის მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის კოლეჯის რამდენიმე სტუდენტთან ერთად დააარსა. კომპანიის სახელწოდება თავდაპირველად FaceMash იყო, რომელიც TheFacebook-ით შეიცვალა. საბოლოოდ კი, 2021 წელს კომპანიას Meta დაერქვა.
როგორც ცნობილია, ეს სოციალური ქსელი ჯერ ჰარვარდში, შემდეგ სხვა უნივერსიტეტებში, საბოლოოდ კი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. ამჟამად მისი მომხმარებელთა რიცხვი 300 მილიარდს აღწევს. რაც შეეხება Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაციას, ის 1.2 ტრილიონი დოლარია. კომპანია ფასიანი ქაღალდებით 2012 წლიდან ვაჭრობს და ამჟამად მისი ერთი აქციის ღირებულება 482.61 დოლარია.
ამ სტატიაში იმ კომპანიების შესახებ გიყვებით, რომლებიც Meta-მ სხვადასხვა დროს შეისყიდა.
1. Instagram
Instagram მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელიც 2010 წელს გაეშვა. ამ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარების საშუალება აქვს.
როგორც ცნობილია ეს კომპანია Meta-მ 2012 წელს 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. იმ მომენტისთვის Instagram არაერთი კომპანიისა და ინვესტორის ყურადღების ცენტრში იყო.
ზოგიერთი შეფასებით, ამჟამად ინსტაგრამი უფრო მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი დედა კომპანია. თუმცა, ეს ასე არ იყო 2012 წელს, როდესაც Instagram ახალგაზრდა კომპანიად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს პლატფორმა ბევრი ადამიანისთვის შემოსავლის წყაროცაა.
2. WhatsApp
WhatsApp მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნისა და დარეკვის სერვისია, რომელიც მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი. პლატფორმა 2009 წელს ამოქმედდა და წარმოადგენდა ტექსტური შეტყობინებების სტანდარტული სერვისების იაფ ალტერნატივას. ამ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ფოტოების, ვიდეოების და დოკუმენტების გაზიარებაც.
Meta-მ WhatsApp იყიდა იმ დროს, როდესაც პატარა კომპანიას 400 მილიონზე მეტი აქტიური ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავდა. ეს WhatsApp-ს Facebook-ის პლატფორმის სწრაფად მზარდ პოტენციურ კონკურენტად აქცევდა. იმ დროისთვის WhatsApp-ი 1,5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
3. Oculus VR
WhatsApp-ის შეძენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ Meta-მ ვირტუალური რეალობის ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Oculus VR-ის შეძენის შესახებ განაცხადა. ეს კომპანია 2012 წელს დაარსდა და ცნობილია Oculus Rift-ით, ვირტუალური რეალობის ყურსასმენით, რომელიც ვიდეო თამაშებისთვის არის შექმნილი. Meta-სა და Oculus-ის გარიგების შემდეგ, თავად შვილობილმა კომპანიამ რამდენიმე შესყიდვა განახორციელა. მათ შორის იყო Surreal Vision-ის შეძენა, რომელიც 3D რუკების რეკონსტრუირებაშია სპეციალიზებული.
4. Onavo
ეს კომპანია 2010 წელს ისრაელში დაარსდა. ის მობილურ აპლიკაციებზე ვებ-ანალიტიკის გაკეთებით არის დაკავებული. Meta-მ კომპანია 2013 წლის ოქტომბერში შეიძინა. გარიგების ზუსტი თანხა უცნობია, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, კომპანიამ Onavo-ში 100-დან 200 მილიონ დოლარამდე გადაიხადა. ეს Meta-სთვის უმსხვილესი შენაძენია, რამაც მას საშუალება მისცა სხვა კომპანიებისა და აპლიკაციების შეძენის შესახებ გადაწყვეტილებები მიეღო.
5. Beluga
Beluga საკომუნიკაციო აპლიკაციაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. ერთი წლის შემდეგ კი Meta-მ ეს კომპანია შეიძინა — გარიგების ზუსტი თანხა ამ შემთხვევაშიც უცნობია. Beluga-ს შესყიდვისას Facebook-მა შეიძინა ტექნოლოგია, რომელიც საბოლოოდ მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტად, მესენჯერის პლატფორმად გადაიქცა.
Meta-ს ფასიანი ქაღალდები, როგორც საინვესტიციო პროდუქტი, ქართველი ინვესტორების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს — ის იმ ტოპ-10 აქციაში შედის, რომელსაც საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით ყიდულობენ. მობილბანკით შესაძლებელია როგორც სრული აქციის, ისე მისი ნაწილის შეძენა
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები