პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის ზავი ახლოვდება — მხარეები ფრთხილობენ
ისრაელმა, ჰამასმა და ყატარის შუამავლებმა, ღაზაში, ზავისკენ მიმავალ პროგრესთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოხატეს. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში იქნას მიღწეული.
ჰამასი ახლა განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რომელიც ისრაელმა გასულ კვირას, პარიზში შუამავლებთან შეათანხმა. საბოლოოდ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს იქნება ხუთთვიანი ომის ყველაზე ხანგრძლივი ზავი, რომელიც ბრძოლას 40 დღით შეაჩერებს.
საინფორმაციო სააგენტო როიტერი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინადადება გულისხმობს ჰამასის მიერ, ზოგიერთი და არა ყველა მძევლის გათავისუფლებას, ისრაელში დაკავებული ასობით პალესტინელის გათავისუფლების, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.
მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ აკმაყოფილებს ჰამასის მთავარ მოთხოვნას, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოიცავდეს მკაფიო გზას ომის სამუდამოდ დასრულებისკენ და ისრაელის ჯარების გაყვანისკენ, ან მძევლად მყოფი საბრძოლო ასაკის ისრაელი მამაკაცების ბედის გადაწყვეტას.
სამშაბათს, სატელევიზიო შოუში საუბრისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი უკვე დათანხმდა, რამადანისთვის, ღაზაში ბრძოლის შეწყვეტას. რამადანი ორ კვირაში, 10 მარტს იწყება.
"რამადანი ახლოვდება და ისრაელელებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი არ ჩაერთვებიან რაიმე აქტივობებში, რამადანის დროს, რათა მოგვეცეს დრო, რომ ყველა მძევალი გავათავისუფლოთ", — თქვა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში.
მანამდე, ორშაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ იმედოვნებდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 4 მარტამდე იქნებოდა მიღწეული. "ჩემმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მითხრა, რომ ისინი ახლოს არიან. ისინი ახლოს არიან. ჯერ არ დასრულებულა. იმედი მაქვს, მომავალ ორშაბათს ჩვენ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა", — განაცხადა პრეზიდენტმა.
მაგრამ ყატარმა, რომელიც მოქმედებდა როგორც მთავარი შუამავალი და ახლა, შეთანხმების პირობების შესასრულებლად, ორივე მხარის დელეგაციებს მასპინძლობს, თქვა, რომ გარღვევა ჯერ კიდევ შორსაა.
"ჩვენ არ გვაქვს საბოლოო შეთანხმება არცერთ საკითხზე, რომელიც აფერხებს შეთანხმების მიღწევას. ჩვენ იმედიანად განწყობილნი ვრჩებით, არა იმდენად ოპტიმისტურად განწყობილი, რომ რაიმე განცხადება დღეს ან ხვალ გავაკეთოთ. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რაიმე სახის შეთანხმებას", - განაცხადა მაჯედ ალ ანსარიმ, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ჰამასის ორმა წარმომადგენელმა როიტერს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებები ნაადრევი იყო.
"ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელის ჯარების გაყვანის ძირითადი და მთავარი საკითხები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რაც აჭიანურებს შეთანხმების მიღწევას", — ახადებს ჰამასის წარმომადგენელი, საინფორმაციო სააგენტო როიტერთან საუბრისას.
ისრაელს პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ, ისრაელის მედია უცნობ ოფიციალურ პირებს ციტირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები მათთვის მოულოდნელი იყო და არ ესმით, რაზე არის დაფუძნებული, პრეზიდენტის ოპტიმიზმი.
7 ოქტომბერს, აშშ-ისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი, ისრაელს თავს დაესხა. დაჯგუფების წევრებმა მოკლეს 1200 ადამიანი, 253 კი ტყვედ აიყვანეს. საპასუხოდ, ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზაზე შეტევა დაიწყო. ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, ომის განმავლობაში, თითქმის 30 000 ადამიანი დაიღუპა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები