თებერვლის თვის სიახლეები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი ერთგულ მომხმარებლებს მრავალი წელია, ინოვაციების დანერგვით ყოველდღიურობას უმარტივებს და დროს უზოგავს. ინდივიდუალურ მომხმარებლებთან ერთად, ტექნოლოგიურ სიახლეებს მუდმივად სთავაზობს ბიზნესებსაც, რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში.
ბიზნესში ყველამ იცის, რამდენად ძვირფასია დრო. ისიც ცნობილია, როგორ გაამარტივა საქართველოს ბანკმა ბიზნესმომხმარებლების ყოველდღიური საქმე — თუ მანამდე მარტივ პროცესებში დრო იხარჯებოდა, ახლა კონკრეტული ტრანზაქციების შესრულება სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. მრავალფეროვანი სიახლეების მიღება ბანკის მომხმარებელს ყველა პლატფორმაზე შეუძლია, ამ ბლოგში კი მოგიყვებით, კიდევ რა სიახლეები შეემატა თებერვალში ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს.
და რადგან ვთანხმდებით, რომ დრო მნიშვნელოვანია, სწრაფად გადავავლოთ თვალი:
ბიზნეს ნაკრები
ეს ახალი პროდუქტია საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის და ყველა იმ სერვისს აერთიანებს, რომელიც ბიზნესს დროის დაზოგვისა და ოპერაციების ეფექტიანად შესრულებისთვის სჭირდება. ბიზნესს საშუალება აქვს, აირჩიოს ის კონკრეტული ნაკრები (სასტარტო ბიზნეს ნაკრები, ნაკრები S, ნაკრები M ან ნაკრები L), რომელიც ყველაზე კარგად პასუხობს მის საჭიროებებს. თითოეული ნაკრები სხვადასხვა ზომის ბიზნესს მრავალფეროვან უპირატესობას სთავაზობს, მათ შორისაა თანხის განაღდების გაზრდილი ლიმიტები, ფიქსირებული საკომისიოები, შეთავაზებები პროცესების ოპტიმიზაციისთვის და სხვა.
თუ რას მოიცავს თითოეული ნაკრები, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
სატენდერო გარანტიები ბიზნეს ინტერნეტბანკში
ეს პროდუქტი ტენდერებში მონაწილეობით დაინტერესებულ ბიზნესს მეტი მოქნილობისა და ოპერაციების გამარტივების შესაძლებლობას აძლევს. ბიზნესის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ბანკი 15 000 ლარამდე სატენდერო გარანტიებს განსაკუთრებული პირობებით გასცემს: სრულად ციფრულად, უზრუნველყოფის გარეშე და ავტომატური დამტკიცების შესაძლებლობით.
ამგვარად, თუ აქამდე ტენდერში მონაწილეობის მიზნით, სატენდერო გარანტიისთვის ბანკში ვიზიტი იყო საჭირო, ახლა ამის გაკეთება ძალიან მარტივად, ბიზნეს ინტერნეტბანკითაა შესაძლებელი, გარანტიას კი განაცხადის დაფიქსირებიდან 1 საათში მიიღებთ.
საკრედიტო ინფორმაციაზე თანხმობა
მესამე სიახლე საკრედიტო ინფორმაციაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობაა. ეს ფუნქციონალი ბიზნესსა და ბანკს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო ამარტივებს. საკრედიტო ინფორმაციაზე თანხმობის მიცემით, თქვენზე მორგებულ შეთავაზებებს წინასწარ მიიღებთ, რითაც დროს მაქსიმალურად დაზოგავთ.
ბარათის შეკვეთა
ბიზნეს ინტერნეტბანკში კიდევ ერთი სიახლე ბარათებს ეხება. ახლა ბარათის შეკვეთა და სასურველ მისამართზე მიღება კიდევ უფრო მარტივი გახდა.
საქართველოს ბანკი მუდმივად განაგრძობს ციფრული არხების განახლებასა და მომხმარებლებზე მორგებული ფუნქციონალების დანერგვას. საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები