სოფო ჯაფარიძე

3 Mar. 2024, 11:58

დღეს უკვე ვიყავით თელავში, ახლა ვართ გურჯაანში. დილიდან ადამიანების ნაკადი არ წყდება, მოდიან, რათა სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ სთხოვონ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ეს ერთგული ადამიანები, რომლებიც ასეთ ამინდშიც კი დილიდან ჩვენ გვერდით არიან და არ წყდება ნაკადი. დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ერთგულებისთვის პირველ რიგში და იმ იდეის გარეშემო ყოფნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია და მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამ ბრძოლას ერთად მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს და ძალიან მალე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იქნება ჩვენთან ერთად.

— ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ის არის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგროვებს ხელმოწერებს სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. შემდეგ აპირებენ, ხელმოწერებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება

რა ხდება: სარეკლამო კომპანია "ლიმონის" ხელმძღვანელი, გიორგი ოკმელაშვილი დაკავებულია.  ინფორმაციას შსს…