კარიერული წინსვლისთვის ქალებს, კაცებთან შედარებით, მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ — UNDP-ს კვლევა

მოკლედ: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 28 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საჯარო მოხელე კაცები უფრო კმაყოფილნი არიან სხვადასხვა სამსახურებრივი ასპექტით, მათ შორის — ხელფასით, სამუშაო დროის მოქნილობით, სამუშაო პირობებით, ფიზიკური გარემოთი და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებით, ვიდრე ქალები.
დეტალები: საჯარო მოხელე ქალების 66%-ისა და კაცების 43.1%-ის აზრით, ქალებს, კაცებთან შედარებით, მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ კარიერული წინსვლისთვის.
- ასევე, საჯარო მოხელე კაცების 30.4% და ქალების 15.9% მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები.
საჯარო მოხელეთა შორის ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს ხელფასი და მოუქნელი სამუშაო გრაფიკი. რესპონდენტთა თანახმად,
- ხშირია ზეგანაკვეთური მუშაობის პრაქტიკა, რომელიც ერთეულ შემთხვევებში ანაზღაურდება, "სამსახურში გვიანობამდე შრომა კარგ ტონად ან სიბეჯითის დასტურად უფრო ითვლება, ვიდრე დროის მართვის სისუსტედ".
- კვლევის თანახმად, ზეგანაკვეთური შრომის არაფორმალური პოლიტიკა ქალებს, კაც დასაქმებულებთან შედარებით, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს საშინაო შრომისა და ზრუნვის მოვალეობათა გამო, რაც, თავის მხრივ, გენდერული სახელფასო სხვაობის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.
ბოლო ხაზი: კვლევა ჩატარდა საქართველოს 103 საჯარო დაწესებულებაში და მასში მონაწილეობა მიიღო 1 162 საჯარო მოხელემ, 20 მათგანთან კი — სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა.
კვლევის სახელწოდებაა — რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე.
ამავე თემაზე: საჯარო მოხელეების 44,6% მიიჩნევს, რომ ყველაზე დაუცველები ლგბტქ+თემის წევრები არიან
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები