"აფხაზეთის პარლამენტი ხელისუფლებას აღარ ენდობა" — ახალი კანონით, "საერთაშორისო ხელშეკრულებები" პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით, "საერთაშორისო ხელშეკრულებებს“, პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ ხელმოწერამდე, პარლამენტი დაამტკიცებს.
როგორც ცნობილია, ცვლილება მიზნად ისახავს რუსეთთან შეთანხმებების გაფორმების თავიდან არიდებას, დეპუტატების თანხმობის გარეშე.
ოთხშაბათს ერთხმად მიღებული "საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი უნდა წარედგინოს პარლამენტს, მათ ხელმოწერამდე 10 დღით ადრე. პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობით დამტკიცების გარეშე, მათზე ხელმოწერა არ შეიძლება.
ნაციონალისტურმა აფხაზთა სახალხო მოძრაობამ თებერვალში განაცხადა, რომ წამოაყენეს ცვლილებების ინიციატივა, რუსეთთან ახალი შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვით, რუსეთის გვარდიას აფხაზეთში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შეეძლებოდა მონაწილეობის მიღება.
ცვლილებები წარადგინა დეპუტატმა ალხას ბარციცმა, რომელმაც ამ ნაბიჯის საჭიროებაც განმარტა — მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ხელმოსაწერად გამზადებული, ან უკვე ხელმოწერილი შეთანხმებები საზოგადოების კრიტიკის საგანი ხდებოდა.
მისი ეს განცხადება აღიქვეს როგორც ბიჭვინთის აგარაკის შესახებ საკამათო შეთანხმების შესახებ გაკეთებული განცხადება. ეს შეთანხმება პარლამენტის დამტკიცების გარეშე მიიღეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ კოორდინატები არასწორი იყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბარციცმა თქვა, რომ ცვლილებები შევიდა "მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად“.
ცვლილებები მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო წარმომადგენლის, ბატალ აიბას წინააღმდეგობის მიუხედავად.
ჟურნალისტმა ნიზფა არშბამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა აჩვენა "უნდობლობის უმაღლესი ხარისხი", რაც საკანონმდებლო შტოს აღმასრულებელი შტოს მიმართ — კერძოდ კი, პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას მიმართ აქვს.
"არსებითად, პარლამენტმა განაცხადა, რომ არ ენდობა პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტაში“, — წერს არშბა.
გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ეშუა კაკალიამ, რომელიც ახლა აიდგილარას საზოგადოებრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ პარლამენტი მივიდა დასკვნამდე, რომ ვერ ენდობა "აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით".
"სამწუხაროდ, ეს ის რეალობაა, რომელშიც ყველანი აღმოვჩნდებით“, - განაცხადა კაკალიამ.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები