პანეტა: "თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება"
"კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება" — ლეონ პანეტა, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
"ვფიქრობ ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, სრულიად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება", — აცხადებს ამერიკის ხმასთან საუბრისას პანეტა.
- რა საფრთხეებს ქმნის, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საქართველოსთვის;
- რა რეალობა შეიძლება დადგეს საქართველოსთვის, თუ მიმდინარე ომში, რუსეთი გაიმარჯვებს;
- როგორი შეიძლება ყოფილიყო, ან იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მოქმედების საუკეთესო მოდელი, დასავლეთთან, უკრაინასთან და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით;
- რა საფრთხეები ახლავს თან, ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, — ეს არის ამერიკის ხმის კითხვები, რასაც ამერიკის მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირი პასუხობს.
"[პეკინთან ურთიერთობაში], საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში", — ამბობს პანეტა.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს "არ შეუძლია დაუშვას", ჩინეთმა მასზე დომინირება მოიპოვოს.
ლეონ პანეტა, ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ასევე საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე.
"საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საქართველოს შესახებ, არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით", — აცხადებს პანეტა.
ლეონ პანეტა, აშშ-ის თავდაცვის 23-ე მდივანია და ის ამ თანამდებობას, 2011 წლის ივლისიდან, 2013 წლის თებერვლამდე იკავებდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, 2012 წელს, პანეტა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებს პირადად შეხვდა და გაწეული მსხვერპლისა და სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ჰელმანდში, "შუკვანის" სამხედრო ბაზაზე შეხვედრის გახსენებისას, თავდაცვის ყოფილი მდივანი ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცები, საერთაშორისო მისიაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შორის, განსაკუთრებული სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ.
თავდაცვის მდივნობამდე, 2009 წლის თებერვლიდან, 2011 წლის ივნისამდე, პანეტა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
"მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დაზვერვის ასპარეზზე გავატარე, ვიღებდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებდა ვლადიმირ პუტინი. ცხადი იყო, რომ პუტინს უმთავრეს მიზნად აქვს, შეარყიოს დემოკრატია შეერთებული შტატებში, და ასევე, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას სხვაგანაც. ეს არის მისი მთავარი მიზანი და ცხადია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი თავის ზრახვებში წარმატებას ვერ მიაღწევს", — ამბობს, ამერიკის ხმასთან საუბრისას ლეონ პანეტა.
სრული ინტერვიუ, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანთან გამოქვეყნდება ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემაში ხედვა ვაშინგტონიდან.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები