რუსეთში ვიკიპედიის დაბლოკვას აპირებენ — დეტალები
რა ხდება: რუსეთში აპირებენ, "VPN-ების პოპულარიზაციის აკრძალვის მიზნით", ვიკიპედია აკრძალონ. ამის შესახებ ტელეგრამზე დაწერა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანტონ გორელკინმა.
- "შეიძლება, ვიკიპედია დაიბლოკოს რუსეთში ახალი კანონით, რომელიც კრძალავს VPN-ების პოპულარიზაციას, რადგან ვიკი სტატიები არა მხოლოდ აღწერს ვებგვერდებზე შეღწევის გზებს ბლოკირებაზე გვერდის ავლით, არამედ ურჩევს კიდეც მომხმარებლებს, გამოიყენონ ისინი, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოხდის როსკომნადზორის კრიტერიუმებთან", — დაწერა მან.
როსკომნადზორი არის კომუნიკაციის სფეროში რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახური.
- 2022 წელს უწყებამ განაცხადა, რომ ვიკიპედიას დააჯარიმებდნენ "არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების მასალებსა და სხვა აკრძალული ინფორმაციის გავრცელებისთვის".
- ვიკიპედია მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული ენციკლოპედიაა.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა "პრობლემად" გამოყო ისიც, რომ "ყველა ღირებული ინფორმაცია", რომელიც ხელმისაწვდომია ვიკიპედიის რესურსზე, უკვე დუბლირებულია და რუნეტზეა განთავსებული".
კონტექსტი: რუსეთში წლებია იღებენ კანონებს, რომლითაც ზღუდავენ როგორც კრემლის ცენზურისგან დამოუკიდებლად ინფორმაციის წარმოებასა და გავრცელებას, ასევე, კანონებს, რომელიც ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ასეთი კანონები განსაკუთრებით გაამკაცრეს 2022 წლიდან, როდესაც პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამას რუსეთში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დახურვა მოჰყვა, მოქალაქეთა იშვიათი პროტესტი კი, ხშირ შემთხვევაში, მათი დაკავებით სრულდება.
ფართო სურათში: 2006 წელს, პუტინის ადმინისტრაციამ მიიღო ე.წ. არასამთავრობოების კანონი, რომლითაც სექტორზე რეგულირება გაზარდა.
- 2012 წელს კი რუსეთში მიიღეს ის კანონი, რომლის იდენტური ანალოგიც ქართულმა ოცნებამ და მათ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ხალხის ძალამ 2023 წლის მარტში დააინიციირა, რასაც მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა. საქართველოს მთავრობამ აქცია ჯერ ორჯერ, ძალის გამოყენებით დაშალა, შემდეგ კი კანონპროექტი ჩააგდო. ახლა იმავე კანონის მიღებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში აპირებენ.
- 2013 წელს რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც "LGBTQI+ პროპაგანდას" ეწინააღმდეგება. 2022 წლის ნოემბერში პუტინმა ხელი მოაწერა "გეი პროპაგანდის" კანონპროექტს. კანონპროექტი კრძალავს ყველაფერს, რასაც ხელისუფლება მიიჩნევს ლგბტქ პროპაგანდად — მედიაში, კინოში, წიგნებსა და რეკლამებში. ამ კანონით ყველანაირი საქმიანობა შეეზღუდა იმ არასამთავრობო ჯგუფებსა და აქტივისტებს, ვინც ყველაზე ჩაგრული ჯგუფების უფლებებისთვის იბრძოდნენ. იმავე მიზნებით, კანონპროექტის ინიციირებას აპირებს საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნება 2024 წლის მარტში.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები