რას გულისხმობს პარტიების გაუქმების იდეა, რომელიც ქართულ ოცნებას ეკუთვნის
რა ხდება: ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციას გულისხმობს. გაუქმებული პარტიის ქონება კი სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა. ინიციატივა ეკუთვნით ქართული ოცნებისა და მათ უმრავლესობაში შემავალი ღიად ანტიდასავლური ხალხის ძალის დეპუტატებს.
საამისოდ,
- მმართველმა პარტიამ უნდა შეიტანოს ცვლილებები კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ.
- საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თუ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენენ პოლიტიკური პარტიები ფინანსურ დეკლარაციას საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს, ეს პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი გახდება.
ამონარიდი კანონპროექტიდან: "განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს ამ პარტიის რეგისტრაცია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე.
- აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, ამ პარტიის დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.
- ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, სათანადო ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება", — წერენ კანონპროექტის ინიციატორები.
რას ასახელებენ მიზნად: უმრავლესობის დეპუტატებმა, საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში აღნიშნეს, რომ კანონპროექტი ემსახურება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას და "მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას."
ფოკუსში: კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთია საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გაწერილი 9 პირობიდან. ამისთვის საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
გაიგე მეტი: ეფექტიანია თუ არა ანტიკორუფციული ბიურო მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებისას
რა არის პრობლემა: ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, მმართველი პარტიის საპარლამენტო დეპუტატების ეს საკანონმდებლო ინიციატივა აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნებს.
- "საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად ადგენს პარტიის გაუქმების საფუძველსა და წესს (23-ე მუხლი) რომლის მიხედვით, პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს.
- შესაბამისად, პარტიის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველიც ფინანსური დეკლარაციის წარმოუდგენლობაა, დაუშვებელია, რადგან ის როგორც ფორმით აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
- ამ ცვლილების დანიშნულება და საჭიროება გარკვეულ კითხვებს აჩენს, რომლებსაც ხელისუფლებისგან დასაბუთებული პასუხის გაცემა ესაჭიროება", — აცხადებს ორგანიზაცია.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები