ომბუდსმენი ახალსოფლის სკოლას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
მოკლედ: სახალხო დამცველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.
კონკრეტულად:
- არ დაუშვას სქესის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა სკოლაში და უზრუნველყოს სკოლის უნიფორმასთან დაკავშირებით მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება.
რა მოხდა: ომბუდსმენის მიხედვით, მათ 2023 წლის 18 დეკემბერს ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმომადგენელმა მიმართა.
- განმცხადებლის თქმით, წლებია სკოლაში მოქმედებს უნიფორმა, რომელიც ქვედაბოლოსა და თეთრი ზედასგან შედგება, ამიტომ სკოლის მოსწავლეები ითხოვენ, უნიფორმას დაემატოს შარვალი, რომ გოგოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, შარვალს ატარებენ თუ კაბას. "გასათვალისწინებელია ზამთრის ცივი კლიმატური პირობებიც, რაც დისკომფორტს უქმნის მოსწავლეებს", — ასაბუთებდა ის.
სკოლის პოზიცია: ახალსოფლის საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ სკოლის უნიფორმა მოსწავლეების "ესთეტიკური თვალსაზრისით გამორჩეულობის მიზნით" და მშობლების თანხმობით შემოიღეს. მათი თქმით, მკაცრი მითითება რომ უნიფორმა ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანისაგან უნდა შედგებოდეს, ოფიციალურად გაცემული არ ყოფილა.
- სკოლის დირექტორის განმარტებით, მან შეცვალა უნიფორმა და გაითვალისწინა სეზონური პირობები.
- განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებმა არაერთხელ სცადეს დირექტორთან საუბარი, თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ საკითხი განხილვას არ ექვემდებარება და ხოლო, შარვლის ტარებასთან დაკავშირებით სკოლის დირექციის გადაწყვეტილება, მხოლოდ თებერვლის ბოლომდეა ძალაში.
ომბუდსმენის შეფასება: სკოლის დირექტორი თავად ადასტურებს, რომ გოგოებს შარვლის ტარების უფლება მხოლოდ ზამთარში აქვთ, ამიტომ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გოგოებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. "გასათვალისწინებელია, რომ სკოლამ ვერ წარმოადგინა არგუმენტი, რომელიც გოგოებისთვის შარვლის ტარების აკრძალვის გონივრულ გამართლებას წარმოადგენს", — დასძენს ომბუდსმენი.
- სახალხო დამცველის შეფასებით, ასეთი წესები და პრაქტიკები ხელს უწყობს გოგოების/ქალების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
- სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მოსწავლეების უფლებაა გადაწყვიტონ კაბას ატარებენ თუ შარვალს და ეს "არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ სკოლის თვითნებურ გადაწყვეტილებაზე".
- "აღსანიშნავია ისიც, რომ კანონი არ მოითხოვს კაბის ტარებას გოგოებისთვის და მით უფრო, გაუგებარია შარვლის ტარების სეზონურობით გამართლება, მაშინ როცა ამგვარი წესის დადგენა არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან", — წერს ომბუდსმენი.
რას ამბობს კანონი: მოსწავლის ქცევის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს სკოლისთვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის გამოხატვის თავისუფლება.
- მოსწავლეს უფლება აქვს დასაბუთებული უარი თქვას სასკოლო ფორმის ტარებაზე.
- ასევე, ჩაცმულობასთან დაკავშირებული მოთხოვნები სკოლამ უნდა გაითვალისწინოს სკოლის შინაგანაწესში და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოსთხოვოს მოსწავლეს მათი შესრულება.
- სკოლა უფლებამოსილია მოსწავლის ჩაცმულობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემოიღოს, თუმცა, ასეთი შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან.
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები