რა შეთავაზებები აქვს განათლების სამინისტროს ახალგაზრდებისთვის 2024 წელს
მოკლედ: განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 2024 წელს სამინისტრო ახალგაზრდებს შესთავაზებს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.
- დღეს, 5 მარტს, მინისტრმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარადგინა.
დეტალები: მინისტრის თქმით, 2024 წელს ახალგაზრდებს შესთავაზებს "პირად ინტერესებზე მორგებულ" თემატურ ღონისძიებებს — შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, შემოქმედებით აქტივობებს.
- "ახალი ინიციატივების განხორციელებით ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა თაობა, რომელიც თანამედროვე სამყაროში არსებულ კონკურენტულ გარემოში შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას", — განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა — რას მოიცავს:
ახალგაზრდული ფესტივალი: მინისტრის განცხადებით, 2024 წელს სამინისტრო ახალგაზრდებს შესთავაზებს "მასშტაბურ" ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელიც მოიცავს
- უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას;
- კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას;
- ინტერმედიას, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას;
- STEM კონკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
- გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება მასშტაბური კონცერტები, მოეწყობა მრავალფეროვანი მუსიკალური საღამოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი და საკლუბო სივრცის ცნობილი არტისტები.
თემატური კონკურსები და ბანაკები: ამილახვარის განცხადებით, განათლების სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, "ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ თემატურ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს", რომელიც საქართველოში მცხოვრები ყველა ახალგაზრდისთვის, "მათი საინტერესო, შემოქმედებითი იდეების, თუ პროექტების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა იქნება".
- მინისტრის თქმით, 2024 წელს სამინისტრო ორგანიზებას გაუწევს ანაკლიის საზაფხულო და თემატურ ბანაკებს სხვადასხვა ლოკაციაზე, რომლებიც უმასპინძლებენ 4 000-მდე მონაწილეს.
- გარდა ამისა, განათლების და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, სხვადასხვა ადგილას, "ჯარის ბანაკი" მოეწყობა, რომელიც "ხელს შეუწყობს ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯარის იდეის პოპულარიზაციას".
სტაჟირება სახელმწიფო სტრუქტურებში: განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 2024 წელს სახელმწიფო კურსდამთავრებულებისთვის უზრუნველყოფს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საჯარო სტრუქტურებში.
- პირველად, კურსდამთავრებულთა საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების შესახებ, განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ, 2024 წელს უნდა ამოქმედდეს.
- კობახიძის თქმით, 2024 წელს მთავრობამ 2-3 ათასი სტუდენტის, სახელმწიფო სტრუქტურებში სულ მცირე 4-თვიანი სტაჟირების გავლა უნდა უზრუნველყოს.
- გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობისა საფუძველზე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.
გაიგე მეტი: პრეზიდენტის სიტყვამ, რომლითაც ახალგაზრდებს მიმართა, მთავრობა ისევ გააბრაზა — რა მოხდა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები