ტრამპმა "სუპერ სამშაბათის" პრაიმერში შტატების უმეტესობაში გაიმარჯვა
ედისონ რისერჩის პროგნოზით, დონალდ ტრამპმა 5 მარტს, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ კენჭისყრაზე, ე.წ. პრაიმერში შტატთა უმეტესობაში, ამ დროის მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა. მან თავისი მოწინააღმდეგე, გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი დაამარცხა და დიდი ალბათობით, სწორედ ტრამპი დაუპირისპირდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
სუპერ სამშაბათი საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვების გზაზე, მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ დღეს ყველაზე მეტი შტატი ერთდროულად მართავს შიდაპარტიულ არჩევნებს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად.
ამომრჩევლები 15 შტატში (დემოკრატების შემთხვევაში 14-ში) და ამერიკის ერთ ტერიტორიაზე ხმას აძლევდნენ მათი პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველებს. ამ დრომდე ზოგიერთ შტატში ხმის მიცემის პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს. ბოლო შტატი, სადაც საარჩევნო უბნები დაიხურება ალასკა იქნება.
აქამდე არსებული ედისონ რისერჩის, ასოშიეთიდ პრესის და სხვა კვლევითი ორგანიზაციების პროგნოზებით, ტრამპმა გაიმარჯვა ალაბამაში, ტეხასში, არკანზასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, კალიფორნიაში, კოლორადოში, ვირჯინიაში, ოკლაჰომაში, მასაჩუსეტსა და ტენესიში. ნიკი ჰეილიმ კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვერმონტის შტატში მოახერხა გამარჯვება.
იმიგრაცია და ეკონომიკა ორივე პარტიაში ამომრჩევლის მთავარი შეშფოთების საგანია, აჩვენა ედისონ რისერჩის ეგზიტპოლებმა კალიფორნიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიაში. ამ შტატებში რესპუბლიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციას. ტრამპი, რომელიც ხშირად აპელირებს საიმიგრაციო პოლიტიკაზე, პირობას დებს, რომ არჩევის შემთხვევაში, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას განახორციელებს.
რაც შეეხებათ დემოკრატებს- პრეზიდენტმა ბაიდენმა ადვილად გაიმარჯვა ტეხასში, არკანზასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, კოლორადოში, მინესოტაში, ოკლაჰომაში, ტენესისა და აიოვაში. ეს მონაცემები კვლავ ედისონ რისერჩის პროგნოზს ეყრდნობა.
ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის, საპრეზიდენტო კანდიდატობის წამყვანი პრეტენდენტია, მიუხედავად მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის ბრალდებისა, აქამდე, ერთის გარდა, მოიგო ყველა შესარჩევი კენჭისყრა საარჩევნო ნომინაციის გზაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს სუპერ სამშაბათი არ მისცემს დელეგატების საკმარის ხმებს, რათა ოფიციალურად მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, ეს კიდევ ერთი დარტყმაა მისი ოპონენტის, ნიკი ჰეილისთვის. ჰეილი, მიუხედავად წარუმატებლობებისა, აგრძელებს საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობას.
ამ დრომდე არსებული კენჭისყრის შედეგები მხოლოდ წინასწარია და საბოლოო შედეგები 6 მარტს გახდება ცნობილი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები