ვოლსკის შეხვედრა რუსული გავლენების მქონე ბიზნესმენთან კაფეში, პარლამენტის წინ
რა ხდება: საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელი აფხაზეთთან კონფედერაციის იდეაზე ესაუბრა გუშინ, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან ახლოსვე, ერთ-ერთ კაფეში გამართული შეხვედრისას.
დავით ხიდაშელი არის რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი, რომელიც დაახლოებულია რუს ოლიგარქთან, ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ევტუშენკოვის კომპანია კი სანქცირებულია აშშ-ის მიერ, 2023 წელს. ევტუშენკოვი, ასევე, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან.
- "სიტყვა კონფედერაცია [დავით ხიდაშელმა] საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში, ამაზე საუბარი არ არის", — თქვა გია ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებთან.
რას ნიშნავს კონფედერაცია: მყიფე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და ყალიბდება განსაზღვრული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და არა — ხანგრძლივი ვადით. მეტი
რა გავიგეთ შეხვედრის შესახებ დროასგან: ვოლსკი-ხიდაშელის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დროამ გაავრცელა, დამადასტურებლად, ვიდეომასალასთან ერთად.
მოძრაობამ გუშინვე გამოაქვეყნა საკითხები, რომელზეც, მათი თქმით, შეხვედრისას საუბრობდნენ.
"განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
- აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
- პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
- საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
- ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე", — დაწერეს მათ.
ვოლსკიმ დღეს დაადასტურა, რომ მათი საუბარი აფხაზეთის საკითხებს მოიცავდა: "დავით ხიდაშელმა დამირეკა, არ ვიცნობდი, საინტერესო მოსაზრებები მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებითო."
რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი: გარდა იმისა, რომ დავით ხიდაშელი არის რუს ოლიგარქთან, ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაკავშირებული პირი, მას აქვს მაღალი დონის კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან.
- ხიდაშელი და რაჭის ტყეები: სწორედ მის კომპანიას გადასცა სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია. საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის შედეგად კი, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ბრძანება 2023 წლის ნოემბერში.
- მანამდე, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ განაცხადა, რომ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.
- ხიდაშელი და კარტოგრაფების საქმე: ის, ასევე, არის სკანდალურად ცნობილი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი: კარტოგრაფების საქმის მასალების მიხედვით, დავით ხიდაშელმა 1938 წელს გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკა ჩამოიტანა საქართველოში. მისი თქმით, რუკა რუსეთის არქივებიდან აქვს. ხიდაშელმა განაცხადა, რომ დახმარებისთვის მას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა.
- კარტოგრაფების საქმეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლება მოჰყვა.
- ხელისუფლებამ კარტოგრაფების საქმის აღძვრისთანავე, პროპაგანდისტული კამპანია შექმნა, სახელწოდებით — გარეჯი საქართველოა.
ბოლო ხაზი: 2021 წელს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დავით ხიდაშელი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის რუკები მოიპოვა, მასზე მეტად ქველმოქმედია, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ საქმეს გმირობაში უთვლის.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები