გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა
საქართველოს ბანკი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს, რითაც 120 000-ზე მეტი სტუდენტისა თუ მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
ახალგაზრდებისთვის სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომელშიც უკვე 15 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული. ინიციატივის ფარგლებში, ათეულობით სტუდენტმა სწავლის სრული თუ ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო. მათი რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
თინათინ ქიმბარიშვილი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი
თინათინ ქიმბარიშვილი საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატია. თინათინი შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე 2021 წლიდან სწავლობს. მას არასრული სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდა, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ კი სწავლის დარჩენილი საფასურის სრულად ანაზღაურება შეძლო.
შავი ზღვის უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის დაფინანსების მოპოვება სტუდენტებს შემდეგ მიმართულებებზე შეუძლიათ: საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და სამართალმცოდნეობა.
როგორც თინათინი ამბობს, მომავალი პროფესია ბავშვობაშივე შეარჩია:
"ბავშვობიდან მაინტერესებდა სამართალი, ეს მიმართულება გაძლევს საშუალებას საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები საზოგადოებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენო".
თინათინის თქმით, სახელმწიფო სტიპენდიების გარდა, სტუდენტებისთვის სხვა შესაძლებლობები, ქვეყნის მასშტაბით, დღეს იშვიათია. თუმცა, სწავლისა და შრომის ფასად დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ზრდის მოტივაციასა და ენთუზიაზმს. ამიტომ, მისთვის როგორც ფინანსურად, ისე მოტივაციის გასაზრდელად საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა ძალიან მნიშვნელოვანია:
"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს სტუდენტები მსგავსი წახალისებებით განებივრებულები არ ვართ. საქართველოში ბევრ უნივერსიტეტს სასტიპენდიო პროგრამა საერთოდ არ აქვს, რაც ბუნებრივია, მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. როცა იცი, რომ სემესტრის ბოლოს შენი შრომა ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრების გამო გაძლევენ სტიპენდიას, მეტი შემართება გაქვს. მეტი ენერგიით და მოტივაციით იწყებ შემდეგ სასწავლო სემესტრებს. ამავდროულად, ჩნდება ჯანსაღი კონკურენცია სტუდენტებს შორის, რაც სწავლის ხარისხსაც აუმჯობესებს".
თინათინი გვესაუბრა ბიზნეს სექტორის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის შესახებაც:
"კომპანიები სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები არიან, მათ მიერ დაფინანსებული სტუდენტი მომავალში შეიძლება გახდეს მათივე წარმატებული თანამშრომელი. ამიტომ, საუკეთესო გუნდის შექმნა საფუძვლიდანვე უნდა დაიწყო. შესაბამისად, ვფიქრობ, განათლებაში ინვესტირება, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა. ამასთან, გავეცანი საქართველოს ბანკის სხვა სტიპენდიებსაც და მიხარია, რომ კომპანია საზღვარგარეთ სწავლის არაერთ შესაძლებლობასაც სთავაზობს სტუდენტებს, მომავალში მეც აუცილებლად ვცდი ბედს".
თინათინი სხვა სტუდენტებს ურჩევს, რომ არ შეწყვიტონ ცდა და ახალი შესაძლებლობების ძიება. თუ არ ჩერდები, დასახულ მიზნებამდე გზას ყოველთვის იპოვი.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუდენტებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას. როგორც საქართველოს ბანკის სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულების გუნდში ამბობენ, სასტიპენდიო პროგრამა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პერსპექტიული სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას უკეთესი საქართველოსთვის.
საქართველოს ბანკის მიერ განათლების და ზოგადად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაიგოთ პლატფორმაზე — CSR.BOG.GE
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები