მამუკა მდინარაძე

8 Mar. 2024, 15:32

მე პირადად ავიღებდი მთელ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 4 000 ლარი არაფრით შეიძლება ჰქონდეს ხელფასი ადამიანს, რომელიც მილიარდობით ლარს განაგებს. ამ შემთხვევაში, მართლა შეიძლება, კორუფციის რისკები გაიზარდოს და ვერ გაუწიოს კონკურენცია მაგალითად კერძო სექტორს, სადაც გაცილებით მაღალია ხელფასები. საჯარო მოხელეს, მაღალი თანამდებობის პირს მაქსიმალურად უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჰქონდეს იმდენი ხელფასი მაინც, რომ რაიმე კორუფციასთან დაკავშირებით ცდუნება ტვინში აზრად არ გაივლოს. როდესაც 4 000 ლარია [ხელფასი] გმირობაა...

მართლა გმირები არიან ის ადამიანები, რომლებიც კორუფციას ებრძვიან და თან 4 000 ლარი აქვს ხელფასი. მართლა გმირები არიან, გადაჭარბების გარეშე. ნებისმიერი, რომელსაც 4 000 ლარი აქვს ხელფასი, მილიარდებს განკარგავს და კორუფციაში არ არის, ის ადამიანი არის გმირი, პირდაპირ გეუბნებით, გადაჭარბების გარეშე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს

მეცნიერებმა 75 000 წლის წინ დანაწევრებული თავის ქალა გაამთელეს და მისი მიხედვით იმ არქაული ადამიანის სახე აღადგინეს,…