"რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ბოლომდე მივიყვანთ" — მდინარაძე "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ კანონზე
მოკლედ: ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ კანონპროექტს "რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ", ბოლომდე მიიყვანენ.
- "ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა, ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობს რომის პაპი, არ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ეროვნული იდენტობისა და მსგავსი საკითხების შენარჩუნებაზე ზრუნავენ", — განაცხადა მდინარაძემ.
დეტალები: მდინარაძის თქმით, ოფიციალურ სტრუქტურებშიც კი "შეაღწია" თემამ, რომ უნდა აიკრძალოს საუბარი დედაზე და მამაზე და "მხოლოდ მშობელი უნდა ვახსენოთ".
- "ამას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ, ეს არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მიუღებელია არატრადიციული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ქორწინების დაშვება", — აღნიშნა მდინარაძემ.
მსგავსი: "პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც და რადიკალებსაც" — რას ამბობდა მდინარაძე 2021 წელს და რას ამბობს ახლა
კონტექსტი: 29 თებერვალს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".
- "არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე", — განაცხადა მდინარაძემ.
- 1-ელ მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ კანონპროექტში მთავრობის ჩართულობა გახდება საჭირო, კანონპროექტის მომზადებაში ჩაერთვებიან.
- 2 მარტს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% მიიჩნევს, რომ "აუცილებელია შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი ანტიეროვნული, ანტიადამიანური ლგბტ პროპაგანდისგან".
გაიგე მეტი: შიშის წარმოება — როგორ ინარჩუნებენ მთავრობები ძალაუფლებას კრემლის ორბიტის ქვეშ
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვავიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ვიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
კომენტარები