კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობა დაუპირისპირდება ტერმინს "ლიბერალური ნარკოპოლიტიკა"
მოკლედ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობა დაუპირისპირდება ტერმინს "ლიბერალური ნარკოპოლიტიკა".
- "ნარკოტიკები ანადგურებს არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ღირებულებებსაც", — განაცხადა კობახიძემ დღეს, 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე.
დეტალები: ირაკლი კობახიძის თქმით, "ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გაგრძელებაა" და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახალგაზრდებში ღირებულებები განადგურებაა.
- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნარკორეალიზატორებთან მაქსიმალური სიმკაცრე უნდა იყოს, ხოლო ნარკოტიკის მომხმარებლებზე "გვჭირდება ზრუნვა იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი ვათქმევინოთ".
- მისივე თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქოტროპულ აფთიაქებსაც.
- ასევე, კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა "რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარებისთვის" და ძალოვანი უწყებების მინისტრებს მოუწოდა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმა შეიმუშაონ.
მსგავსი: 270 პირი დავაკავეთ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2024 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ — შსს
წაიკითხე ეს ოპ-ედი: დრაკონული ნარკოპოლიტიკის ტყვეობაში
ნარკოპოლიტიკის პრობლემები ფართო სურათში: სახელმწიფოს არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად შეახსენებენ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და გამოწვევებზე.
მაგალითად, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) მიერ ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა" ითვალისწინებდა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირების ვალდებულებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანისა და შედეგების თაობაზე.
- "ამის მიუხედავად, საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არ ქვეყნდება ინფორმაცია ზედოზირების რისკებზე, სიმპტომებსა და პირველადი დახმარების გზებზე, ამჟამად მოქმედ (2023-2024 წლების) სამოქმედო გეგმაში კი მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირების (მათ შორის საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნების გზით) ღონისძიებები საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული", — აცხადებს SJC.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ზიანის შემცირებისა და ზედოზირებით გამოწვეული ლეტალური შედეგების ეფექტიანი პრევენციისთვის, აუცილებლად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:
- ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის განხორციელება, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული: "სისტემურ რეფორმაში, პირველ რიგში, მოვიაზრებთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოდანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციების ლიბერალიზაციასა და მკურნალობა-რეაბილიტაციის სისტემის გაუმჯობესებას", — აღნიშნავს ორგანიზაცია.
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდით ზედოზირების სტატისტიკის წარმოება;
- პრეპარატ „ნალოქსონის“ (Naloxone) ხელმისაწვდომობის გაზრდა სააფთიაქო ქსელებში;
- ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა;
- პირველადი პრევენციის გაძლიერების ფარგლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებულ,
- პრევენციულ პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა წრის გაფართოება;
- საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიითა და პრევენციული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებით;
- გასართობ-სარეკრეაციო და სხვა სივრცეებში, სადაც არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გაზრდილი საფრთხე, ზიანის შემცირებისა და კრიზისული შემთხვევების მართვის მექანიზმების დანერგვა;
- პირებმა, რომლებიც მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ სარისკო ქცევისგან და ისარგებლონ სათემო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული საინფორმაციო თუ ზიანის შემცირებისკენ მიმართული მასალებით.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები