"კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება,გადაიდგას ნაბიჯები რელიგიური შეუწყნარებლობის შესამცირებლად" — "არა-ფობიას!" განცხადება
მოკლედ: სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას 2024 წლის 8 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ მუსლიმი მორწმუნეების რელიგიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტი.
დეტალები: არა-ფობიას მიხედვით, ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია გამოძიების დაწყებასა და რომელიმე პირის დაკავებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იუსუფ მიქელაძის სახლთან გადაღებულ ვიდეო-მასალაში ჩანს შესაძლო დანაშაულის ნიშნები: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 151 — მუქარა, მუხლი 155— რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელშეშლა და მუხლი 156 — დევნა.
- არა-ფობიას წერს, ადიგენში მაცხოვრებელი მუსლიმები მათ კერძო საკუთრებაში იკრიბებოდნენ სალოცავად და რელიგიური გამოხატვის ეს ფორმა, "შეუძლებელია წინააღმდეგობაში მოდიოდეს რომელიმე საჯარო ინტერესთან ან სხვათა უფლებებთან",
- შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს "რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს, რომელსაც არ აქვს გამართლება"— წერია განცხადებაში.
არა-ფობიას მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ამის საპირისპიროდ კი, მათი თქმით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოქმედებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე.
- "ისინი ცდილობენ, რომ გამოკვეთონ მუსლიმი თემის თანაბარი ბრალეულობა და ვითარება წამოაჩინონ პროვოკაციად/კონფლიქტად, რომლის სათავე თითქოს თავად რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არიან", — წერია განცხადებაში.
- განცხადების მიხედვით, კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, გადაიდგას ნაბიჯები ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის შესამცირებლად და " წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაუსჯელობა, მხოლოდ ახალისებს მსგავს აგრესიულ ქმედებებს".
კონტექსტი: 8 მარტს, ადიგენში, მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი იუსუფ მიქელაძის სახლი გახდა, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ.
- საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ სახლის, სადაც მედრესეა (მუსლიმანური სასწავლებელი), "მეჩეთად გადაქცევას" და იქ ყოველ პარასკევს ლოცვის ჩატარებას არ დაუშვებდნენ.
- იუსუფ მიქელაძის სახლთან შეკრებილთა შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
- გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს, როგორ მიმართავს ერთ-ერთი სასულიერო პირი შენობაში მყოფ პირს.
- "გამოდი, გამოეთრე გარეთ", "გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი", — ისმის ვიდეოში.
- აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ადგილობრივ მედიას შენობასთან მიახლოების და მომხდარის ახლოდან გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.
მსგავსი: ადიგენში ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ფაქტზე მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას! მიმართავს:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 8 მარტს ადიგენში განვითარებული მოვლენები;
- შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს:აქტიური ზედამხედველობა გაუწიოს გამოძიებას;
- საქართველოს პროკურატურას: გამოკვეთოს და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს შესაძლო დანაშაული;
- მაუწყებლებს: დაიცვან მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით განსაზღვრული წესები, რომელიც შეეხება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვას რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებისას.
- საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს: განცხადებები გააკეთონ თანამედროვე დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.
ბოლო ხაზი: 8 მარტს, დღის ბოლოს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს, 11 მარტს სახლი, როგორც მეჩეთი, ფუნქციონირებას აღარ გააგრძელებს, სიტყვიერი შეთანხმება, ოფიციალურად, ორშაბათს უნდა გაფორმდეს.
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
კომენტარები