სომხეთის მმართველი პარტიის საეჭვო დამფინანსებლები — როგორ აღმოჩნდნენ დონორების სიაში დაბალი შემოსავლის მქონე პირები
სომხეთში ორმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მმართველმა პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულებამ", შესაძლოა, მოიტყუა დაფინანსების წყაროების შესახებ, რათა პოლიტიკიდან დიდი ფულის ამოსაღებად, მათ მიერვე შემოღებული წესები დაეცვათ.
იანვარში Infocom-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც გასულ წელს, ერევნის ადგილობრივი არჩევნების კამპანიაში, სამოქალაქო ხელშეკრულების დაფინანსებას ეხება. CivilNet-მა და OCCRP-მა კი ხუთშაბათს, 7 მარტს გამოაქვეყნეს ცალკე გამოძიება, მმართველი პარტიის მიერ 2022 წელს მიღებულ შემოწირულებებზე.
როგორც Infocom-მა, ასევე CivilNet-მა შენიშნა საეჭვო ნიშნები მმართველი პარტიის დონორების სიაში. გამოცემები დაუკავშირდნენ რამდენიმე მათგანს დონორთა იმ ოფიციალური სიიდან, რომელიც მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა. ჟურნალისტებს ადრესატებმა უთხრეს, რომ არასოდეს შეუწირავთ თანხა პარტიისთვის.
არსებობს ვარაუდი, რომ, შესაძლოა, პარტიამ შემოწირულებები მიუთითა მხარდამჭერების სახელებით, რათა თავიდან აერიდებინა პოლიტიკურ დონაციაზე დაწესებული ლიმიტები.
საკუთარ გამოძიებაში, CivilNet-მა და OCCRP-მა აღნიშნეს, რომ შემოწირულებები, რომლებიც მათ გამოიკვლიეს, გაკეთებულია ერთი წლის შემდეგ, რაც სამოქალაქო ხელშეკრულებამ გაატარა ანტიკორუფციული რეფორმების სერია, რომელიც უკრძალავდა ბიზნესს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, აკრძალა ფულადი შემოწირულებები და შეზღუდა ინდივიდების შემოწირულების ოდენობა.
ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის დემოკრატიის კოორდინატორმა ვარდინე გრიგორიანმა CivilNet-თან თქვა, რომ შემოწირულებები შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე დიდი დონაციის ნაწილი, რომლებიც გაყვეს კანონით დაშვებულ ოდენობებად, კანდიდატების, ან სხვა პირების სახელზე, რომლებმაც ამ ტრანზაქციის შესახებ, შეიძლება, არც კი იცოდნენ.
მან, ასევე, თქვა, რომ თანხა შეიძლებოდა შეგროვილიყო ნაღდი ფულით, უცნობი წყაროებიდან.
"სკოლაში ვმუშაობ, თავი ძლივს გამაქვს"
Infocom-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ 598 მლნ დრამის (1.3 მლნ აშშ დოლარი) 87% სამოქალაქო ხელშეკრულებამ, ერევნის მუნიციპალური არჩევნების კამპანიის დროს, მიიღო მცირე მოცულობის ტრანზაქციების სახით, რომელიც 1 მლნ დრამიდან 2.5 მლნ დრამამდე ($2,500–$6,200) მერყეობდა. ეს არის მაქსიმალური ოდენობა, რაც ერთ შემომწირველს შეუძლია დარიცხოს პოლიტიკური პარტიისთვის.
მათ აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე დონორის მისამართი ერთმანეთთან ახლოს იყო. მათთან დაკავშირებისას, ზოგიერთმა "შემომწირველმა" განაცხადა, რომ მათ არ გადაურიცხავთ თანხა სამოქალაქო ხელშეკრულებისთვის.
სიაში მითითებულმა ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, 2.5 მლნ დრამი აქვს გადარიცხული მმართველი პარტიისთვის, თქვა, რომ 2.5 წელიწადში ამ რაოდენობის თანხას საკუთარი ხელფასით ვერც მოაგროვებდა.
Infocom-მა, ასევე, დაადგინა, რომ პარტიას დიდი თანხები შესწირეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, კანდიდატებმა, საბჭოს წევრებმა და მათმა თანამოაზრეებმა.
მათ, ასევე, დაადგინეს, რომ მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებულმა ადამიანებმა სამოქალაქო ხელშეკრულებისთვის მნიშვნელოვანი დონაციები გაიღეს.
გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პუბლიკაციამ გამოიწვია დისკუსიები მმართველ პარტიაში და რომ სამოქალაქო ხელშეკრულება აპირებდა ჟურნალისტების მიგნებების გარკვევას.
"თუ ჩვენ არ უზრუნველვყავით გამჭვირვალობა, საიდან გაარკვიეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამდენი?“ — თქვა ფაშინიანმა პარლამენტში და აღნიშნა, რომ მონაცემები, რომლებსაც გამოძიება ეფუძნება, აღებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციისგან.
თუმცა, Infocom-ის გამოძიება ეფუძნებოდა იმ დონორთა სიას, რომელიც მათ ინფორმაციის თავისუფლების ცენტრმა გაუგზავნა მას შემდეგ, რაც უჩივლა სამოქალაქო ხელშეკრულებას, მედიისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის გამო.
სამშაბათს, 5 მარტს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალურმა პროკურატურამ Infocom-ის მიერ გამოძიებულ დონორთა სიაში რაიმე დარღვევა ვერ აღმოაჩინა.
მსგავსი დარღვევები თავიანთ გამოძიებაში CivilNet-მა და OCCRP-მაც აღმოაჩინეს და განაცხადეს, რომ პარტიის 2022 წლის დონორთა სიაში მყოფი ადამიანების ნაწილი მათთან ამბობდა, რომ არანაირი შემოწირულება პარტიისთვის არ გაუკეთებია.
ერთ-ერთი მათგანია ვაჩე ხაჩატრიანი, ვაიოც-ძორის პროვინციის ერთ-ერთი სოფლის ადგილობრივი საკრებულოს წევრი და სკოლის მასწავლებელი. სიის მიხედვით მან მმართველ პარტიას 1 მლნ დრამი ($2,500) შესწირა. მან ეს ინფორმაცია უარყო.
"სკოლაში ვმუშაობ, თავი ძლივს გამაქვს", — უთხრა ხაჩატრიანმა CivilNet-ს.
მათ, ასევე, აღმოაჩინეს შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ არჩევნებზე სამოქალაქო კონტრაქტის კანდიდატებმა ერთი და იმავე ოდენობის შემოწირულება გააკეთეს ქვეყნის მასშტაბით.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულ საგამოძიებო პუბლიკაციაზე სამოქალაქო კონტრაქტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები