ჩვენი პარტია არის "ახალი", ჩვენ ვართ ერთად — ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ
მოკლედ: ნიკა მელია და ნიკა გვარამია არჩევნებში ერთად იბრძოლებენ.
- ამის შესახებ გვარამიამ ერთობლივ ბრიფინგზე, "შერატონში" განაცხადა.
დეტალები: "ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით როგორ ვმართოთ", — თქვა გვარამიამ.
- ნიკა მელიამ კი აღნიშნა, რომ სამი თვის განმავლობაში მსჯელობდნენ გაერთიანების შესახებ, საბოლოოდ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთად იბრძოლონ.
- "ვადასტურებთ, რომ შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც გვაერთიანებს მომავალი და მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება", — თქვა მელიამ.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ გამარჯვების რწმენა აკლია ბევრს და ეს ერთობა, მისი აზრით, "მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას".
"დარწმუნებული ვარ, რომ დაკვეთა, რომელიც საზოგადოებაშია, ვპასუხობთ დღეს. დღეს აქ შევიკრიბეთ ძალიან ვიწრო წრეში. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ეს არ არის პარტიული ყრილობა. სულ ცოტა ხანში გვექნება სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა და იქ გამოჩნდება კიდევ უფრო მკაფიოდ, თუ რამდენი ადამიანია მზად, იბრძოლოს სიმართლითა და ღირსებით.
ჩვენს ბრძოლას გამარჯვების რწმენას აქვს კონკრეტული სახელი ამიერიდან და ეს სახელი არის "ახალი", ჩვენს გზას წინ მომავლისკენ აქვს კონკრეტული სიმბოლო და ეს სიმბოლო არის ნომერი 4", — თქვა მელიამ.
გაერთიანდებიან თუ არა სხვა პოლიტიკურ ძალებთან: ნიკა გვარამიას თქმით, ამისი სურვილი აქვთ.
- "მე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა, გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. არ მოგიწოდებთ რომ შემოგვიერთდეთ, მე გთავაზობთ, გავერთიანდეთ", — თქვა გვარამიამ.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები