ნიკა მელია

11 Mar. 2024, 15:24

მსურს ვისაუბრო გაცილებით მეტი იმ საკითხებზე, რასაც ხალხის ინტერესი ჰქვია და მინდა, აქედან ამოვიდე. მჯერა, რომ გამარჯვების რწმენა, რომელიც დღეს ბევრს აკლია, და აკლია არა მხოლოდ ამომრჩევლებს, არა უბრალოდ ხალხს, მათ შორის, არც თუ ისე ცოტა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობაში და ეს ერთობა, დარწმუნებული ვარ, მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების შეტანას ყველა ოჯახში, ყველა ქალაქსა და დაბაში და არის ის, რაც სჭირდება ჩვენს მომავალს.

და მომავალი არის ჩვენს ხელთ. საკუთარი ბედის მჭედლები ვართ ჩვენ. როდესაც ვსაუბრობთ, წარმოვადგენ ათობით ათას თანამებრძოლს, რომელთაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მნიშვნელოვანია მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად არა ფული, არამედ პირველ რიგში, ღირსება და სიმართლე.

რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მორალური უპირატესობა მნიშვნელოვანია და სწორ ღირებულებით ერთობაშია გამოსავალი.

დარწმუნებული ვარ, რომ დაკვეთა, რომელიც საზოგადოებაშია, ვპასუხობთ დღეს. დღეს აქ შევიკრიბეთ ძალიან ვიწრო წრეში. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ეს არ არის პარტიული ყრილობა. სულ ცოტა ხანში გვექნება სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა და იქ გამოჩნდება კიდევ უფრო მკაფიოდ, თუ რამდენი ადამიანია მზად, იბრძოლოს სიმართლითა და ღირსებით.

ჩვენს ბრძოლას, გამარჯვების რწმენას, ამიერიდან კონკრეტული სახელი აქვს და ეს სახელი არის "ახალი", ჩვენს გზას წინ მომავლისკენ აქვს კონკრეტული სიმბოლო და ეს სიმბოლო არის ნომერი 4.

— განაცხადა ნიკა მელიამ სასტუმრო შერატონში, სადაც ნიკა მელიას ახალ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა დღეს, 2024 წლის 11 მარტს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ