ფოკუსში: პარტია ახალი — რა გავიგეთ გვარამიასა და მელიას ახალი თანამებრძოლების ხედვებზე
2024 წლის 11 მარტს, სასტუმრო შერატონში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა ნიკა მელიამ და მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საერთო ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ერთად იბრძოლებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. "ჩვენი პარტია არის "ახალი", საარჩევნო ნომრით 4", — განაცხადეს პრეზენტაციაზე.
როგორ აპირებენ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევას ქართული ოცნებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვკითხეთ მათ.
ნიკა გვარამია: "სამ ფაქტორს დავასახელებ, რითაც ბრძოლა შეგვიძლია:
- პირველი, რწმენის დაბრუნება, რომ ქართული ოცნების დამარცხება შესაძლებელია და ეს ნამდვილად არის შესაძლებელი.
- მეორე არის კონცენტრაცია მხოლოდ და მხოლოდ სამომავლო მიღწევებზე,
- და მესამე — ერთიანობა."
ნიკა მელია: "თუ ვინმეს არ გაუხარდებოდა ამ პარტიის ჩამოყალიბება, არის ხელისუფლება. პარტია ახალი ბევრჯერ იქნება ოპოზიციაში, ბევრჯერ ხელისუფლებაში და მე ასე მჯერა, ახალი მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში.
- 2024 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიცია, პარტიამ მოიპოვოს დიდი მხარდაჭერა და ნდობა საზოგადოებაში. მან დემონსტრაცია უნდა მოახდინოს კვალიფიკაციის, მოუსყიდველობის, გამბედაობის, გაუტეხლობის; ეს ყველაფერი კი მოემსახურება ნიჰილიზმის დამარცხებას. უკანასკნელმა წლებმა დაადასტურა, რომ ბევრში, უბრალოდ, დამარცხდა გამარჯვების რწმენა და ეს უნდა შეიცვალოს."
შერატონში ვიხილეთ გუნდის ის შემადგენლობა, რომელიც გვარამიამ გასული წლის დეკემბრიდან შემოიკრიბა. ბევრი მათგანისთვის ეს პოლიტიკაში პირველი ნაბიჯებია.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, პარტია ახალის რამდენიმე წევრს ვესაუბრეთ. გვინდოდა გაგვეგო,
- რა გახდა მათთვის პოლიტიკაში ჩართვის მოტივაცია,
- როგორ გააძლიერებს გუნდს მათი გამოცდილება, მით უფრო, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში
- და რას შესთავაზებენ ამომრჩეველს.
მათ On.ge-სთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური გაერთიანებების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
გიორგი იმედაშვილი
- პარტია ახალმა ყველას აჩვენა გაერთიანების მაგალითი. ვფიქრობ, თუ ქართულ პოლიტიკურ ველს აქვს სიცოცხლისუნარიანობა, ბევრ ადამიანს, ფიგურას და გუნდს მოუნდება, რომ კიდევ უფრო გაამსხვილოს ოპოზიციური ფრთა.
- ახალში არის ბევრი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკურ ველსა და არჩევნების პერიოდში სისტემასთან ბრძოლის დიდი გამოცილება აქვს. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებმაც მოიტანეს ახალი ცოდნა, ისეთი, როგორიც ჯერ პოლიტიკაში არ ყოფილა."
ნიაზ ჩიტაძე
- ჩვენი მთავარი მიზანია, გავერთიანდეთ რაც შეიძლება მეტ პროდასავლურ სუბიექტთან და ჩვენ, ამისთვის, მზაობას ყოველთვის გამოვხატავთ. თუმცა, მეორე საკითხია, როგორ მოხდება ეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა — ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გუნდი გაერთიანდა და უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ, რომ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და სხვა ადამიანებთანაც გავერთიანდებით."
ზურა დათუნაშვილი
მე სპორტსმენი ვიყავი, საკუთარ თავზე მაქვს გამომუშავებული ბრძოლისუნარიანობა, დისციპლინა და დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის, გულწრფელობა, ჩვენს ახალ გუნდს გამოადგება. ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია და გაერთიანებით მიიღწევა გამარჯვება."
ნოდარ ჩაჩანიძე
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კვლევის ფარგლებში, 40-ზე მეტი მუნიციპალიტეტი მოვიარე, პირადად შევხვდი მოქალაქეებს ათობით სოფელში თუ დაბაში ჩემი საავტორო პროექტის, რეგიონის ხმის ფარგლებში. ზუსტად ვიცი იმ კონკრეტული საჭიროებების შესახებ, რაც აქვთ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს შეუძლია, ახალი შესაძლებლობები გააჩინოს რეგიონებში, ჰქონდეთ მათ იმედი და არ ფიქრობდნენ გაქცევაზე.
- ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას გუნდების გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი. თუმცა, ეს ერთობა არ არის სრული — მას შევსება და გაძლიერება სჭირდება. ჩვენ მეტი გაერთიანება გვჭირდება."
მაია კოპალეიშვილი
- ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ გაერთიანებისთვის. ჩვენ მიზანია ქვეყნის ახალი, განახლებული მართვა, შესაბამისად, ვინც ამ იდეით იქნება, მზად ვართ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ლიდერთან, პროფესიონალთან თუ ახალგაზრდასთან გავერთიანდეთ."
ბოლო ხაზი: ნიკა მელიას თქმით, გადაწყვეტილებას გვარამიასთან ამ ფორმით თანამშრომლობის შესახებ 3-თვიანი მსჯელობა უძღოდა წინ, საბოლოოდ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთად იბრძოლებენ. ცნობილია, რომ გვარამია ასევე მართავდა შეხვედრებს სხვა პროდასავლელ ლიდერებთანაც, თუმცა ამას, ამ ეტაპზე, გაერთიანება არ მოუტანია.
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
კომენტარები