ადიგენში, მიქელაძის სახლში არსებული მუსლიმური სალოცავი და მედრესე ადგილს შეიცვლის — რაზე შეთანხმდნენ მხარეები
მოკლედ: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მუსლიმთა სამმართველოს 50 000 ლარს გადაურიცხავს, რითაც ისინი შეძლებენ იყიდონ, ან ააშენონ სახლი, სამლოცველოს და მედრესის მოსაწყობად.
იუსუფ მიქელაძის სახლში არსებული მუსლიმური სალოცავის და მედრესეს გადატანა, ადიგენის მუნიციპალიტეტშივე, სოფელ იჯარეთში იგეგმება.
- ინფორმაციას TOK TV ავრცელებს.
დეტალები: "ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ერთი კვირის ვადაში, დოკუმენტურად მოაგვარებს მუსლიმთა სამმართველოსთვის 50 000 ლარის გადარიცხვის საკითხს", — წერს TOK TV.
- მხარეებს შორის მოლაპარაკება გუშინ, 12 მარტს შედგა და შეხვედრა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
- შეხვედრას ესწრებოდნენ იუსუფ მიქელაძე, სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი მამუკა ვაშაყმაძე, ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ტარიელ ნაკაიძე და ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე.
კონტექსტი: იუსუფ მიქელაძის სახლი ადიგენში, მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი 8 მარტს გახდა.
ამ სახლში, ბოლო წლებია, ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ.
ათობით პირი იუსუფ მიქელაძის სახლთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა.
- საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ სახლის, სადაც მედრესეა (მუსლიმანური სასწავლებელი), "მეჩეთად გადაქცევას" და იქ ყოველ პარასკევს ლოცვის ჩატარებას არ დაუშვებდნენ.
- იუსუფ მიქელაძის სახლთან შეკრებილთა შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
მსგავსი: ადიგენში ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ფაქტზე მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
8 მარტს, დღის ბოლოს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახლი, როგორც მეჩეთი, ფუნქციონირებას აღარ გააგრძელებდა და სიტყვიერი შეთანხმება, ოფიციალურად, 11 მარტს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა, მოლაპარაკება სამშაბათს, 12 მარტს შედგა.
ბოლო ხაზი: ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) და სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას.
- SJC სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების, რელიგიური თანასწორობის და სოციალური მშვიდობის დასაცავად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ 8 მარტს მომხდარი არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა.
- "ქართველი მუსლიმი თემი უკვე 10 წელზე მეტია ფიზიკური, სოციალური და სიმბოლური ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების გამოცდილებებს აწყდება" — წერია SJC-ის განცხადებაში.
- პლატფორმა არა-ფობიას მიხედვით, ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია გამოძიების დაწყებასა და რომელიმე პირის დაკავებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იუსუფ მიქელაძის სახლთან გადაღებულ ვიდეო-მასალაში ჩანს შესაძლო დანაშაულის ნიშნები: მუქარა, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელშეშლა და დევნა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები