ოთხი ქარი ანუ ამბავი არდანებებაზე
"მამაცი მაშინ ხარ, როცა გეშინია და არა პირიქით" — როგორია, როდესაც მუდამ გთხოვენ სიმამაცეს, მუდამ სიფხიზლესა და სიძლიერეს ითხოვენ შენგან. როგორია, როდესაც წამით არ შეგიძლია დანებდე, მოდუნდე, ცხოვრებით დატკბე, რადგან ყველაფერი ჩამოიშლება. შესაძლებელია გაუძლო ყველა სირთულეს? შესაძლებელია არ დანებდე მაშინაც კი, როდესაც საშველი არსად ჩანს? და საერთოდ, რისთვის ან ვისთვის უნდა იბრძოლო ამდენი, გადაიტანო ყველანაირი ტკივილი...
დიდი დეპრესია — ეს ტერმინი ხშირად გაგვიგია, ალბათ, რაღაც ისტორიებიც წაგვიკითხავს, გვინახავს ფილმებში და ბევრ მწერალს სხვადასხვაგვარად გადმოუცია ჩვენი ისტორიის არც თუ ისე შორეული წარსული. ამერიკელი მწერლის კრისტინ ჰანას რომანი "ოთხი ქარი", რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად, დასახელდა წლის საუკეთესო წიგნად და ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, სწორედ ამ ტრაგიკულ დროს ადამიანების ცხოვრებასა და გასაჭირზე მოგვითხრობს.
ამერიკა უფლებების ქვეყანაა. მოქალაქეები თავს აუცილებლად დაცულად უნდა გრძნობდნენ. ესაა ქვეყანა, მიწა, რომელიც ყველა ოცნების რეალობად ქცევის საშუალებას ჰპირდება ადამიანებს. რა ხდება მაშინ, როდესაც ამ ძლიერ ქვეყანაშიც, ოცნებების რეალობად ქცევის დაპირების ნაცვლად ეკონომიკა ჩამოიშლება... გაღატაკებული, იმედდაკარგული ხალხი ცხოვრობს და უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვის. ადამიანები, მეზობლები, ერთმანეთს რომ უნდა ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ, ერთმანეთს დევნიან, ღალატობენ, საკუთარ ქვეყანაში ადგილის პოვნასაც არ აცდიან სრულუფლებიან მოქალაქეებს ანდაც მონურ შრომას სთხოვენ მიზერული ანაზღაურების ნაცვლად.
"ოთხი ქარი" არის ელსა მარტინელის, ერთი ტეხასელი ქალის, ცხოვრების, უფრო სწორად კი გადარჩენისთვის ბრძოლის ისტორია. რომანი მიუყვება ელსას ცხოვრებას — ადრეული წლები, დედ-მამასთან მშობლიურ სახლში გატარებული დრო, მისი ოცნებები რაღაც უკეთეს, თითქოს მიუღწეველ ცხოვრებაზე, შემდეგ ერთი ნახვით შეყვარება, ახალი ცხოვრების დაწყება, შვილები და ყველა ის ტკივილი, სიხარული თუ განცდა, რაც დედობას თან ახლავს.
წიგნში ყველაფერია: ადამიანური ტკივილი და შეცდომები, უპატიებელი გადაწყვეტილებები, პატარა დეტალებით დანახული ბედნიერება. ელსა ქალია, რომელიც დედად იქცევა მკითხველის თვალწინ. დედა, რომელიც საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს გააკეთებს — შეებრძოლება ტეხასის დაუნდობელ ქარიშხლებს, მუხლჩაუხრელად იშრომებს ბამბის პლანტაციებში, ოღონდ შვილებისთვის საკვების მოპოვება შეძლოს, დაივიწყებს საკუთარ ტკივილს, თუკი ეს შვილებზე ზრუნვის საშუალებას მისცემს.
ელსა არასდროს ამბობს, რომ ის ძლიერი ქალია, მეტიც, მას არ სჯერა, რომ ამ დროს, დიდი გაჭირვებისა და უმუშევრობის, შიმშილობის ფონზე მას შეუძლია იყოს ძლიერი, მაგრამ, ალბათ, არც ერთი მკითხველი არ დაეთანხმება ელსას. ელსა ძლიერიცაა და მამაციც, ის უბრალოდ ადამიანია, რომელსაც ეშინია, სტკივა, შია, დაბნეულია, თუმცა მუდამ ზრუნავს სხვებზე, არასდროს კარგავს ადამიანობას.
"და მაინც იდგნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ... ამ ძნელ დროსაც კი, ცხოვრება გრძელდებოდა" — ეს არის წიგნი ცხოვრების სიძნელეებზე, მოულოდნელობებსა და ტრაგედიებზე. ხანდახან შეიძლება, რომ გვეტკინოს, გვეწყინოს, ისიც კი შეიძლება, რომ არაფერი ისე არ მოხდეს, როგორც გვინდოდა, როგორც ვგეგმავდით, მაგრამ არა უშავს: ცხოვრება გრძელდება — მთავარია, შენ თავად გადაწყვიტო, იყო ძლიერი და მამაცი. სულერთია ვისთვის ან რისთვის, რის გამო — მთავარია, არაფერს მისცე უფლება, რომ შენი ცხოვრება წაგართვას. იმედის ნაპერწკალი აუცილებლად მუდამ თან უნდა ატარო. სწორედ ამას მოგვითხრობს ელსას ცხოვრებით ავტორი "ოთხ ქარში", რომელიც ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ და ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით ქართულ ენაზე ახლახან დაიბეჭდა.
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
-
გადახედვა84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით 84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
კომენტარები