თეგეტა საერთაშორისო ბაზრებზე — ქართული კომპანია გლობალური გეგმებით
თეგეტა ჰოლდინგი საერთაშორისო ვაჭრობას ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.
კომპანიის პრიორიტეტი გეოგრაფიულ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს უმსხვილეს და წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. თეგეტა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა: MAZDA, VOLVO, PORSCHE, TOYOTA, GEELY... ასევე, ქვეყანაში 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია - მათ შორის არის MOTUL, MOBIL, SHELL და სხვა. სპეცტექნიკის მიმართულებით კი ჰოლდინგის პარტნიორები არიან: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. ძირითადი საქმიანობის გარდა, თეგეტა რეგიონში ცოდნის ექსპორტსაც ახორციელებს. ამის დასტურია 50 საერთაშორისო ტრენინგი, რომლებსაც თეგეტა აკადემიამ გასულ წელს უმასპინძლა.
საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად განვითარება კომპანიის სტრატეგიულ პრიორიტეტებშია. ამ გეგმის რეალიზაციის პროცესში 2024 წლის დასაწყისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იანვრიდან თეგეტა მოტორსი აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ფრანგული ბრენდის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც კომპანიის წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით.
თეგეტა MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში - 400 ტონა, გასული წელი კი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა და 2023 წელს საქართველოში მოტულის დაახლოებით 600 ტონამდე ზეთი გაიყიდა. გეოგრაფიული არეალის გაფართოება და რეგიონის ბაზრებზე შესვლა სწორედ ამ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა. სამომავლოდ კომპანია ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს - სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრების მიმართულებით.
მანამდე კი თეგეტამ უზბეკეთში უკვე ხელმისაწვდომი გახადა ამერიკული ბრენდი Mobil. ბაზარზე უკვე შეტანილია Mobil-ის 70 დასახელების პროდუქტი, მომდევნო წლისთვის კი ასორტიმენტის გაორმაგებაა დაგეგმილი. გეგმა აქაც ამბიციურია — კომპანია 3-4 წლის პერსპექტივაში Mobil-ის 7-8 მილიონი ლიტრი პროდუქტის რეალიზაციასა და უზბეკეთის ბაზრის სრულად დაფარვას აპირებს.
35-მილიონიანი უზბეკეთი, რომელიც სწრაფად მზარდია წარმოების მიმართულებით და ასევე სწრაფად ვითარდება ინდუსტრიული კუთხითაც, თავისთავად საინტერესო ბაზარია ნებისმიერი დიდი ბრენდისთვის. თუმცა Mobil-ისთვის, ისევე, როგორც თეგეტასთვის, ამა თუ იმ ქვეყანაში შესასვლელად მხოლოდ ბაზრის სიდიდე საკმარისი პირობა არ არის. გადაწყვეტილებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ეკონომიკური განვითარების ტემპი, საბანკო სისტემა, კორუფციის ინდექსი, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები და თავისუფლების ინდექსი. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად განვითარებულია ქვეყანაში საავტომობილო სფერო და ის ინდუსტრიები, რომლებშიც მობილის საცხებ-საპოხი საშუალებები გამოიყენება.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "კავკასიის შემდეგ ჩვენი განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებში რამდენიმე მიზანს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ უზბეკეთის ბაზარი თავისთავად საინტერესო იყო ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ე.წ. აბრეშუმის დერეფნის განვითარებაშიც.
ამასთანავე, თეგეტას საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენ ბიზნესს გლობალურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით ავტოინდუსტრიის განვითარების პროცესში.
ეს მიდგომა მნიშვნელოვანია იმ მსოფლიო ბრენდებისთვისაც, რომლებთანაც თეგეტა ჰოლდინგი თანამშრომლობს. საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერია, მათთვის ერთგვარ პლატფორმად ვაქციეთ".
უზბეკეთიდან დაიწყო გეოგრაფიული არეალის გაფართოება თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა Europcar Georgia-მაც. ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან — უზბეკეთის ტერიტორიაზე. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. Avtoritet Group-მა უკვე დაასრულა დეველოპერული სამუშაოები უზბეკეთში. Europcar საწყის ეტაპზე რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი ტაშკენტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრში. იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სხვა დიდ ქალაქებში ოპერირებაც.
უზბეკეთს უკვე წლებია პრემიუმ კლასის ავტომობილებით ამარაგებს ვოლვო ქარ კავკასია. ის შვედური ბრენდის ოფიციალური იმპორტიორია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუმცა კომპანიის გაფართოება ამით არ სრულდება. მალე VOLVO ყაზახეთშიც გამოჩნდება. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და სერვისის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომსახურება მოიცავს NEW CAR SALES + სერვისის დანერგვას, შესაბამისად, უზბეკეთში მომხმარებელს VOLVO-ს სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა მუდმივად უწყობს ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს. მინდა აღვნიშნო Volvo Retail Experience-ის — ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი. ის პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. მსგავსი ცენტრების გახსნას ვოლვო ქარ კავკასია, რეგიონის ქვეყნებშიც გეგმავს. კომპანია აზერბაიჯანს, სომხეთსა და უზბეკეთსაც ფარავს. ჩამონათვალს უკვე შეემატა ყაზახეთი.
საერთაშორისო ბაზრებზე განვითარება-გაფართოებაზე ჰოლდინგის შემადგენლებაში არსებული ყველა კომპანია მუშაობს. რესურსი დიდია — თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში".
თეგეტა ჰოლდინგის საქმიანობის არეალი მრავალფეროვანია. კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებითაც. თეგეტას განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტით უკვე სარგებლობს ერევნის მილიონზე მეტი მოსახლე. MAN-ის ბრენდის ავტობუსები თეგეტამ ქალაქს საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიაწოდა. სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება. ქართული კომპანია, გერმანული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, თავად MAN კი უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეულ ავტობუსებს აწარმოებს. MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებული სატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.
თეგეტამ სომხეთი არამხოლოდ ავტობუსებით მოამარაგა. თეგეტა აკადემიამ MAN-ის ადგილობრივი მექანიკოსებისა და სერვისის პერსონალისთვის ტრენინგებიც ჩაატარა.
კომპანიას წინ დიდი გეგმები აქვს. მათ შორის აღსანიშნავია რეგიონული ჰაბის კონცეფცია, რომელზეც მუშობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს იქნება თეგეტას კომპლექსური ლოგისტიკური ჰაბი, რომლითაც მეზობელ სახელმწიფოებსაც მოემსახურება.
ჰოლდინგმა 28-წლიანი ისტორიის გზაზე არა მხოლოდ გააფართოვა საქმიანობის არეალი, არამედ რეგიონის მასშტაბით ავტომომსახურების მაღალი სტანდარტი შექმნა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ხარისხის საზომად იქცა.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
კომენტარები