ვინ არის ლეო ვარდიაშვილი, რომლის სადებიუტო რომანი საქართველოზე მსოფლიოს იპყრობს
გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა The Observer-მა იგი 2024 წლის 10 საუკეთესო დებიუტანტ რომანისტს შორის დაასახელა. მისი ნაწარმოები მძაფრი და ზოგჯერ ტკივილამდე კომიკურიაო, იქვე დაამატა. "შთამბეჭდავ მიღწევად" შეაფასა წიგნი The Financial Times-მა. ასეთივე აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა აქამდე უცნობი ავტორის სადებიუტო რომანს, ერთი დიდი ტყის მახლობლად, სხვა ცნობილი გამოცემებისგანაც (მათ შორისაა The New York Times და LA Times). ავტორი კი ინგლისურენოვანი ქართველი მწერალი, ლეო ვარდიაშვილი, გახლავთ.
ერთი დიდი ტყის მახლობლად (Hard by a Great Forest) იანვრის მიწურულს გამოიცა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. გამომცემლები ორივეგან მსხვილი კომპანიები არიან: Bloomsbury და Penguin Random House. მცირე დროის გასვლის მიუხედავად, ვარდიაშვილის წიგნზე საავტორო უფლებები უკვე 20-მდე ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის, საქართველოში — რომანს დავით ახალაძე თარგმნის და სულაკაურის გამომცემლობა დაბეჭდავს.
ნაწარმოების მთავარი გმირი საბა სულიძე-დონაურია, რომელიც 1992 წელს, სამოქალაქო ომის ფონზე, საქართველოს მამასთან და ძმასთან ერთად ტოვებს და თავშესაფრის საძიებლად ინგლისში ჩადის. ორი ათწლეულის შემდეგ, ბიჭების მამა, ირაკლი, რომელსაც დაღუპულ ცოლზე მოგონებები არ ასვენებს, სამშობლოში ბრუნდება, ცოტა ხანში კი შვილებს სწერს, რომ მთებში მიდის და არ მოძებნონ. საბას ძმა, სანდრო, მაინც ჩამოდის საქართველოში, თუმცა, მასთანაც მალე წყდება კონტაქტი. ამის მერე საბა თავად უბრუნდება სამშობლოს ოჯახის წევრების მოსაძებნად, ეს ამბავი კი, მისივე ხედვით, ჰენზელისა და გრეტელის ისტორიას ემსგავსება.
როგორც გამომცემლის ანოტაციიდან ვიგებთ, ერთი დიდი ტყის მახლობლად არის "ძლიერი, იმედისმომცემი რომანი ომისგან დატოვებულ ინდივიდუალურ და კოლექტიურ ტრავმაზე. ასევე იმ ადამიანების დაუმორჩილებელ სულისკვეთებაზე, რომელთაც მხოლოდ გადარჩენა კი არა, დაკარგულების ხსოვნაც სურთ".
"სუნთქვა მეკვროდა, ვიცინოდი და ვტიროდი", — ასე იხსენებს ვარდიაშვილის სადებიუტო რომანის კითხვის პროცესს ცნობილი ავღანელ-ამერიკელი მწერალი, ხალიდ ჰოსეინი.
///
წიგნი ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც შეიცავს, რადგან, თავისი შექმნილი გმირის მსგავსად, ლეო ვარდიაშვილმაც ბავშვობაში დატოვა საქართველო. მომავალი მწერალი 12 წლამდე თბილისში, სოლოლაკში იზრდებოდა, შემდეგ კი მისი ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. იხსენებს, თავიდან ლონდონი მძულდა, ენა არ ვიცოდი და მეგობრებიც არ მყავდაო. სკოლაში კლასის ბოლოში იჯდა, ხელში ლექსიკონი ეკავა და სიტყვების მნიშვნელობის გაგებას ცდილობდა. ერთი წელიც არ იყო გასული, როცა ესეებს ინგლისურად უკვე თავისუფლად წერდა. მერე ლონდონის დედოფალი მერის უნივერსიტეტში ჩააბარა და ინგლისური ფილოლოგიის სწავლა დაიწყო. მწერლობა ყოველთვის სურდა, ამიტომ თავის დაწერილ მოთხრობებს ხანდახან ონლაინ ჟურნალებსაც უგზავნიდა ხოლმე.
2015 წელს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, დატბორილი ქალაქისა და ზოოპარკიდან ქუჩებში გამოქცეული ცხოველების ფოტოები მსოფლიო მედიას მოედო. სწორედ ამან უბიძგა ვარდიაშვილს, სადებიუტო რომანის წერა დაეწყო. ნაწარმოების დასრულებას ექვს წელზე მეტი მოანდომა, რადგან პარალელურად მუშაობდა და წერას მხოლოდ საღამოობით და უქმეებზე ახერხებდა.
"ამ პატარა ქვეყანაში იყო შემოსევები, ოკუპაცია, სიღარიბე, საბჭოთა კავშირი და რა აღარ", — უყვება ვარდიაშვილი ინგლისურენოვან აუდიტორიას — "და ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მაინც დიდსულოვანი დარჩა. როცა რომანზე მუშაობა დავიწყე, მინდოდა, მკითხველისთვის საქართველო და ქართველი ხალხი გამეცნო".
ამ მიზანს კი, შეიძლება ითქვას, მწერალმა უკვე მიაღწია. ერთი დიდი ტყის მახლობლად სულ მალე გამოიცემა გერმანიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, რუმინეთში, შვედეთში, უნგრეთში, პოლონეთში, საფრანგეთში, ლიეტუვაში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში. ვარდიაშვილს განსაკუთრებით უხარია, რომ მის რომანს ქართულენოვანი მკითხველებიც გაეცნობიან. ამბობს, თუ ჩემი წიგნი რაღაც მომენტში აგატირებთ, ტირილამდე მიგიყვანთ ან თუნდაც ხმამაღლა გაგაცინებთ, ეს ჩემთვის ყველაფერიაო.
"ისეთი წიგნები მიყვარს, რომლებიც ჩემში რაღაც ემოციას იწვევს", — ამბობს და მაგალითად კენ კიზის რომანს გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა ასახელებს, — "სწორედ ის მინდა, რომ ჩემი წიგნიც თავშესაქცევი და ემოციის გამომწვევი იყოს; ამასთან კი, ცოტათი საქართველოც რომ გაიცნონ მისით".
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაკობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
-
გადახედვამოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი მოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი ადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი
-
გადახედვამყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს მყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს
-
გადახედვაცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე
-
გადახედვასაპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს
-
გადახედვაიმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს იმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს
-
გადახედვახვალ, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება ხვალ, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება
-
გადახედვაროგორ შევძლოთ ფუნქციონირება ღამისთევის შემდეგ — 5 რჩევა როგორ შევძლოთ ფუნქციონირება ღამისთევის შემდეგ — 5 რჩევა
-
გადახედვა"დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა "დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა
-
გადახედვა19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან 19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან
-
გადახედვამასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება მასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება
-
გადახედვაDRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად DRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად
-
გადახედვაCENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას CENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას
-
გადახედვამნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო
-
გადახედვავუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის გაგრძელება — სტუდენტები ქუთაისიდან ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის გაგრძელება — სტუდენტები ქუთაისიდან
-
გადახედვარა წერია 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ბორელისა და ვარჰეის მიმართ, რუსულ კანონთან დაკავშირებით რა წერია 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ბორელისა და ვარჰეის მიმართ, რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაკახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები? კახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები?
კომენტარები