ირაკლი კუპრაძე: საქართველოში 261 700 სამუშაოს მაძიებელია, ეს ტოტალურ უმუშევრობას ნიშნავს!
მოკლედ: ქართულმა ოცნებამ საქართველოში დასაქმების დეფიციტი შექმნა, — აცხადებს ირაკლი კუპრაძე, პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი.
- კუპრაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში უმუშევრობის დონე 16.4%-ია; დაუსაქმებელია 261 700 სამუშაოს მაძიებელი.
- "ეს ტოტალურ უმუშევრობას ნიშნავს!", — აცხადებს ის.
-
ლელოს გენერალური მდივნის თქმით, ქართული ოცნება არაფერს აკეთებს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს და საზღვრებს გარეთ აიძულებს სამუშაო ადგილების ძებნას.
-
კუპრაძემ, უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებით, ასევე, ისაუბრა ევროპული ქვეყნების მონაცემებზე და შედარებისთვის თქვა, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე თითქმის 3-ჯერ მეტია, ვიდრე — ევროპაში.
დეტალები: მისი შეფასებით, "ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, სტატისტიკა საქართველოში კატასტროფულია.
- კუპრაძემ ისაუბრა ევროსტატის 2023 წლის მონაცემებზე, რომლის თანახმად, ევროკავშირში 2023 წელს უმუშევრობის დონე 5.9% იყო, საქართველოში კი — 16,4%.
- მისი თქმით, იმავე წელს, აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, რუმინეთში, უმუშევრობის დონე 5.4% იყო, ბულგარეთში — 4.3%, ესტონეთში — 6.4%, ლიეტუვაში — 6.3% და ლატვიაში — 6.5%.
ირაკლი კუპრაძე: "ქართული ოცნების პირობებში ბიუროკრატია იზრდება, რასაც მმართველი პარტია საარჩევნო მანიპულაციებისთვის და ხმების მოსყიდვისთვის იყენებს.
- სამაგიეროდ, კერძო სექტორში სამუშაო ადგილები არ იქმნება და კატასტროფულად მცირდება.
- ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კერძო სექტორში ყველაზე მეტი, 1 022 600 ადამიანი 2016 წელს იყო დასაქმებული, მას შემდეგ ქრონიკული ვარდნაა და კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება; 2022 წელს ეს რიცხვი 975 700-მდე შემცირდა."
"სახელფასო დეფიციტი": ასევე, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ "დასაქმების დეფიციტი", არამედ "ხელფასების დეფიციტიც" წარმოქმნა და აღნიშნავს, რომ:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი (545 დოლარი) არა მხოლოდ ბევრად დაბალია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არსებულ მაჩვენებლებზე, არამედ 22%-ით უფრო დაბალია, ვიდრე თურქეთში, სადაც საშუალო ხელფასია 667 დოლარი.
- ასევე, ბულგარეთში საშუალო ხელფასი არის 933 დოლარი — 71 %-ით მეტი, ვიდრე საქართველოში;
- რუმინეთში 1 105 დოლარია, 103%-ით მეტი, ვიდრე საქართველოში;
- ლატვიაში 1 261 დოლარია, 131%-ით მეტი, საქართველოსთან შედარებით,
- ხოლო ლიეტუვაში 1 410 დოლარი, რაც 159 %-ით მეტია, ვიდრე ჩვენთან.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები