გორის გამგებელი: არ ვიცი, შეძლებს თუ არა მოსახლეობა მომავალში ამ მიწით სარგებლობას
გორის რაიონის სოფლის, ზემო სობისის, ბედი ჯერ კიდევ უცნობია. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 24 აგვისტომდე არც მავთულხლართები და არც ტერიტორიის აღმნიშვნელი სტენდი იდგა, რუსეთ-საქართველოს შორის სადავო გახდა.
24 აგვისტოს ზემო სობისში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსული კომბაინი გამოჩნდა. კომბაინებმა მოსავლის აღება იმ ტერიტორიაზე დაიწყეს, რომელზეც მოსავალი ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს.
როგორც On.ge-სთან ინტერვიუში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა აღნიშნა, მიწის ეს ნაკვეთი საოკუპაციო ზოლს არ ეკუთვნოდა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. აქამდე ზემო სობისის ტერიტორიაზე რუსულ მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
მისი თქმით, გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც ნაკვეთი დამუშავდა, რუსმა სამხედროებმა მიწა ჯოხებით მონიშნეს და ტერიტორია დატოვეს. ონიაშვილის განმარტებით, ამ დრომდე მოსახლეობას მიწის ნაკვეთზე შესვლის პრობლემა არ ჰქონია და არც რუსული მხარე ჩანდა მანამ, სანამ მოსავლის აღების დრო არ დადგა. გამგებელს არ აქვს პასუხი კითხვაზე - შეძლებენ თუ არა ადგილობრივები მომავალში ისარგებლონ მიწის კუთვნილი ნაკვეთით:
"მოძრაობით ამ ტერიტორიაზე მოძრაობას როგორ არ შეძლებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხები არ განხილულა და ზუსტად არ ვიცით."
გორის გამგებლის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მწვავე მოსავლის აღება-დავინავების საკითხი იყო, რაც მშვიდობიანად დასრულდა. რა ბედი ეწევა ჩილინდრიშვილების მიწის ნაკვეთს მომავალში და გადმოიწევს თუ არა ე.წ საოკუპაციო ხაზი სოფელ ზემო სობისის ტერიტორიაზე ამაზე კომენტარს გამგებელი არ აკეთებს:
"ამ ეტაპზე რაც საჭირო იყო, მოლაპარაკებები მშვიდობიანად დასრულდა და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, წინასწარ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ."
24 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, დავით ონიაშვილი და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მეშვეობით, ცხელი ხაზი ამოქმედდა. რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ სობისში, ჩილინდრიშვილების ოჯახს ქერის მოსავლის დასაბინავებლად 5 საათი მიეცათ.
მოლაპარაკებებით მიღწეული ხუთსაათიანი შუალედის შემდეგ უცნობია, შეძლებენ თუ არა ადგილობრივები კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობას მომავალში. ციხელაშვილის განცხადებით, მთავარი მოთხოვნა მოსახლეობისთვის მოსავლის აღების შესაძლებლობა იყო. დავით ონიაშვილი კი აცხადებს, რო სოფლის ბედს მომავალი გვიჩვენებს.
"ჩვენი მოთხოვნა იყო ერთი - ამ ადამიანებს ჰქონოდათ თავისი მოსავლის დარჩენილი ნაწილის აღების შესაძლებლობა. ძალიან კარგია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამ ჰუმანიტარულ გამოსავალს და დღეს 11 საათიდან ადგილობრივებმა აიღეს თავიანთი მოსავალი, რაც მნიშვნელოვანია მათთვის და მათი ოჯახებისთვის“, - განაცხადა ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
მინისტრის განცხადებით ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია გრძელვადიანი მიზნისკენ, რაც საოკუპაციო ხაზის დემონტაჟს გულისხმობს, ამ ეტაპზე კი მთავარია საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას ყოფა ცოტათი მაინც შეუმსუბუქონ:
„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ძალისხმევის მობილიზებას იმისთვის, რომ როგორც ზემო სობისის მკვიდრს, ისე სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს, საკუთარ მიწაზე, სამეურნეო ნაკვეთებსა თუ ბაღებზე ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაინც ჰქონდეთ წვდომა. ჩვენთვის ეს საკითხი ახალი არ არის და ამ თემებზე მუდმივად ვმუშაობთ არსებული მექანიზმების ფარგლებში.“
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსული მხარე საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს. ე.წ საზღვრის გავლება ქართულ სოფლებში დაიწყო. მოსახლეობის ნაწილმა სახნავ-სათესი მიწები და სახლები დაკარგა. საოკუპაციო ხაზის გავლება აქამდე სოფელ ჯარიაშენში და ხურვალეთში მიმდინარეობდა.
მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია ალოგიკური ქმედებაა, მაგრამ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა დიპლომატიური გზით, შერიგებით და არა – სამხედრო მოქმედებებით უნდა აღადგინოს.
თუმცა, რუსული მხარე ოკუპაციას არ აღიარებს. წელს, თბილისში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რუსმა დეპუტატმა, ნიკოლაი კოვალიოვმა განაცხადა:
„რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ საქართველოს მოთხოვნებს. რუსეთს არ შეუძლია ოკუპაცია უწოდოს იმას, რაც ხდება. ყველაფერი რაც რუსეთმა გააკეთა, ნაკარნახევი იყო ერთადერთი სურვილით, გადაერჩინა ადამიანების სიცოცხლე“.
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
კომენტარები