დავით ხიდაშელთან თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
რა ხდება: თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.
- უწყების ინფორმაციით, ხიდაშელი თანამდებობას 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.
დეტალები: სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ხიდაშელს, კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და ის თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.
- "ამასთან, დავით ხიდაშელს, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში, არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება", — წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კონტექსტი: მთავარმა არხმა მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.
- დოკუმენტის თანახმად მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1 000 ლარი უნდა ყოფილიყო.
- ინფორმაცია მთავარ არხს ბურჭულაძემაც დაუდასტურა.
- "იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით", — თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
რა ვიცით დავით ხიდაშელზე
დავით ხიდაშელი არის რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი, რომელიც დაახლოებულია რუს ოლიგარქთან, ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ევტუშენკოვის კომპანია კი სანქცირებულია აშშ-ის მიერ, 2023 წელს. ევტუშენკოვი, ასევე, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან.
- ხიდაშელს, ასევე, აქვს მაღალი დონის კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან.
ხიდაშელი და რაჭის ტყეები: სწორედ მის კომპანიას გადასცა სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია. საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის შედეგად კი, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ბრძანება 2023 წლის ნოემბერში.
- მანამდე, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ განაცხადა, რომ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.
ხიდაშელი და კარტოგრაფების საქმე: ის, ასევე, არის სკანდალურად ცნობილი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი: კარტოგრაფების საქმის მასალების მიხედვით, დავით ხიდაშელმა 1938 წელს გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკა ჩამოიტანა საქართველოში. მისი თქმით, რუკა რუსეთის არქივებიდან აქვს. ხიდაშელმა განაცხადა, რომ დახმარებისთვის მას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა.
კარტოგრაფების საქმეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლება მოჰყვა.
- ხელისუფლებამ კარტოგრაფების საქმის აღძვრისთანავე, პროპაგანდისტული კამპანია შექმნა, სახელწოდებით — გარეჯი საქართველოა.
- 2021 წელს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დავით ხიდაშელი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის რუკები მოიპოვა, მასზე მეტად ქველმოქმედია, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ საქმეს გმირობაში უთვლის.
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
კომენტარები