რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან
მოკლედ:16 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორასთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გამართა.
დეტალები: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიხედვით, ონლაინშეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ 20 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, 70-ზე მეტი ქალაქიდან.
- შეხვედრა 2 საათი მიმდინარეობდა.
რაზე ისაუბრეს:
- 2024 წლის მნიშვნელობა ქვეყნისთვის: უპირველესად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ხოლო არჩევნებში დიასპორის ჩართულობა აუცილებელი.
- "დიდი ხანია დიასპორიდან არჩევნებისადმი ასეთი ინტერესი არ ყოფილა და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია ახალ იმედთან, რაც დაიბადა მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
- ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ 2024 წელი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რადგან, წლის ბოლოს "შესაძლებელია, მოსალოდნელი და საიმედოა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მაქსიმალური აქტიურობაა საჭიროა".
- ორმხრივი ჩართულობა: პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიასპორაში დღეს, დაახლოებით, საქართველოს მილიონი მოქალაქე ცხოვრობს და ის, რომ აქამდე, არჩევნებში მონაწილეობას ამ მილიონიდან დაახლოებით, 17 000 იღებდა, "აბსურდია".
- "ეს ნიშნავს იმას, რომ დიასპორა არ იყო ჩართული და ამ მიმართულებით — არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, არ იყო საჭირო ძალისხმევა განხორციელებული", — თქვა ზურაბიშვილმა.
- მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიასპორა ჩართული რომ იყოს, საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყება — პრეზიდენტის ინსტიტუტი, ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში.
- "მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მზადყოფნა და მობილიზება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დარეგისტრირდეთ, მაქსიმალურად ჩაეწეროთ საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად, უკვე დღეიდან დაიწყოთ მუშაობა, დამატებითი უბნების გასახსნელად", — მიმართა პრეზიდენტმა დიასპორას.
- გაყალბებისგან თავდაცვის ეფექტიანი ფორმა: სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაყალბებისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტიანი ფორმა და ინსტრუმენტი არის ხმების რაოდენობა და "თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტურია".
- პრეზიდენტის თქმით, რომ არ მოხდეს "საარჩევნო უბნების გახსნაზე ხელოვნური შეფერხებები", პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შექმნილია ჯგუფი, რომელიც მჭიდრო კავშირშია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს უცხოელ პარტნიორებთან.
- "თუ იქნება ამ პროცესში ხელის შეშლა და ამ საარჩევნო უბნების გახსნაზე ხელოვნური შეფერხებები, ამაზე უნდა ამოვიღოთ ხმა და მოვითხოვოთ რეაგირება. ჩემი მთავარი ბერკეტი ახლაც, ისევე როგორც ყველა საკითხში, არის ხმის ამოღება", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
- საარჩევნო უბნების გახსნა: პრეზიდენტმა თქვა, რომ მას უკვე ჰქონდა შეხვედრები ცესკოსთან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან და "საარჩევნო უბნების გახსნის კუთხის, მხარდაჭერა არის".
- "მაგრამ საჭირო იქნება დიდი მობილიზება რათა, ის, რაზედაც გვეუბნებიან, რომ "რატომაც არა, მაგრამ რთულია", — გაკეთდეს! ეს დროულად უნდა გაკეთდეს", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
- მისივე თქმით, უბნების გახსნა არ ხდება არჩევნებამდე ერთი თვით, თუ ორმოცი დღით ადრე, "ამაზე მუშაობა დღეს იწყება, ამაზე მოთხოვნები და ამაზე ხელმოწერები დღესვე უნდა გაიგზავნოს".
გარდა ამისა,
- როგორ უნდა მოითხოვოს დიასპორამ საარჩევნო უბნების გახსნა: ზურაბიშვილის თქმით, როდესაც საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით 50 კაცი მოამზადებს დოკუმენტს და მოაწერს ხელს, დოკუმენტის დედანი უნდა მიიტანოს საკონსულოში, ან გადაუგზავნოს მას ფოსტით.
- "თუმცა მე გთხოვთ, რომ ამ დოკუმენტის ასლი გაგზავნოთ ცესკოში და ასევე, ჩვენთან [პრეზიდენტის ადმინისტრაციაში] იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ საგარეოდან", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
- ზურაბიშვილის თქმით, ცესკო ამბობს, რომ თუ არ მიიღებს ინფორმაციას საქართველოს საგარეო სამინისტროდან, [ცესკო] ვერ დაიწყებს უბნის გახსნისათვის საჭირო სამზადისს, მათ შორის ვერ დაიქირავებს შენობას. "ეს ახლა უნდა მოხდეს, ახლა უნდა დაიწყოს ცესკომ ამაზე მუშაობა", — განაცხადა პრეზიდენტმა.
- ასევე, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათ, ვინც საარჩევნო უბნის გახსნა სურთ, უნდა გაიარონ საკონსულო აღრიცხვა, შემდეგ კი — გადააგზავნონ დედანი საკონსულოში.
- "მერე ჩვენც დაგეხმარებით იმაში, რომ საგარეოდან მივიღოთ პასუხი, რაზეც გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ჩვენთან ბოლო შეხვედრაზე, სადაც ცესკო, ელჩები და არასამთავრობოები იყვნენ, საგარეომ თავისი წარმომადგენელიც არ გამოუშვა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
- არალეგალურად მცხოვრები ადამიანების დეპორტაცია: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიხედვით, ზურაბიშვილმა კითხვას, რომელიც არალეგალურად მცხოვრები ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ქვეყნიდან დეპორტაციის საფრთხეს ეხებოდა, უპასუხა, რომ არალეგალურად მცხოვრები ადამიანებისათვის დეპორტის საშიშროება არ არსებობს და მან ამის დასტური მიიღო ელჩებისგან, რომლებსაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვდა.
- "არ არსებობს პრაქტიკა, რომ არჩევნები იდენტიფიკაციისათვის იყოს გამოყენებული, რათა შემდგომში ამ ადამიანების დეპორტი მოხდეს. ზოგჯერ ვრცელდება [მსგავსი ინფორმაცია] საშიშროებასა და საფრთხეზე, სწორედ იმისთვის რომ ადამიანები არ მივიდნენ და არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა.
- ესეც არის რაღაც ფორმის პროპაგანდა — ანტისაარჩევნო პროპაგანდა, რომელიც უნდა დავძლიოთ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
ბოლო ხაზი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიხედვით, საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობისა და უბნების გახსნის პროცედურულ საკითხებზე პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე და სოციალურ ქსელებში დეტალური ინფორმაცია განთავსდება, დიასპორასთან მსგავსი შეხვედრები კი გარკვეული სიხშირით გაგრძელდება.
გაიგე მეტი: თუ პრეზიდენტის ტელეინტერვიუ ვერ ნახეთ — აქ არის ძირითადი აქცენტები ჟურნალისტებთან შეხვედრიდან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები