უფლებადამცველები ეძებენ გაუჩინარებულ ჩეჩენ ქალს, რომელიც ოჯახიდან გამოიქცა — ის, სავარაუდოდ, მოკლეს
ჩრდილოეთ კავკასიის უფლებადამცველი ჯგუფი იუწყება, რომ სედა სულეიმანოვას შესაძლო მკვლელობის გამოძიება, რუსეთის გენერალურ პროკურატურას, ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მოსთხოვა.
ჩრდილოეთ კავკასიის SOS (NC SOS) კრიზისულმა ჯგუფმა, რომელიც მუშაობს ქვიარებთან და ოჯახურ ძალადობას გაქცეულ ადამიანებთან ჩრდილოეთ კავკასიაში, 13 თებერვალს, საკუთარ ტელეგრამარხზე გააზიარა მოთხოვნის ფორმა შესავსებად, რომლის ადრესატი არის რუსეთის პროკურატურა, საგამოძიებო კომიტეტი და ადამიანის უფლებათა კომისარი.
მათ მოუწოდეს მხარდამჭერებს, მოეთხოვათ შესაბამისი ორგანოებიდან, 26 წლის სედა სულეიმანოვას საქმეზე გამოძიება დაეწყოთ — გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩეჩნეთიდან ოჯახს გაექცა, მოგვიანებით კი — მოკლეს.
13 მარტს NC SOS-მა დაწერა, რომ უკვე 2000-ზე მეტი მოთხოვნა იყო წარდგენილი. ჯგუფის ინფორმაციით, ჩეჩნეთის პროკურატურამ რამდენიმე განმცხადებელს უპასუხა და ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა, მიზეზით, რომ ისინი არ იყვნენ სულეიმანოვას კანონიერი წარმომადგენლები და არც გამოძიებაში მონაწილეობდნენ.
NC SOS აცხადებს, რომ სამართალდამცველები ვალდებულები არიან გადაამოწმონ მათი მოთხოვნა, რადგან საქმე შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდეს. ისინი, ასევე, ამბობდნენ, რომ სულეიმანოვას შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებით საქმე ჯერ არც კი აღძრულა.
სხვა განმცხადებლებს უთხრეს, რომ მათი საჩივრები გადაეგზავნა საგამოძიებო კომიტეტს, რომელსაც პასუხის მოსამზადებლად 30 დღე აქვს.
კრიზისული ჯგუფის ცნობით, ხელისუფლების დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით "უპრეცედენტო“ იყო მსგავს საქმეებზე მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის იღებდნენ გარკვეულ პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან, მუშაობის დაწყებიდან, 2017 წლიდან.
სულეიმანოვა, სავარაუდოდ, 2023 წლის აგვისტოში სანქტ-პეტერბურგში მდებარე ბინიდან გაიტაცეს და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ძვირფასეულობის მოპარვის ბრალდებით. ჯგუფის ინფორმაციით, სულეიმანოვა გადასცეს ბიძას და მამიდას, მას შემდეგ კი ქალი კავშირზე არც მათთან და არც მეგობრებთან აღარ გამოსულა.
გავრცელებული ინფორმაციით, სულეიმანოვა გაიქცა ჩეჩნეთიდან, რათა ეცხოვრა პარტნიორთან ერთად და თავიდან აერიდებინა ზეწოლა და მისი უფლებების შეზღუდვა ოჯახის მხრიდან.
სექტემბერში, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა მანსურ სოლტაევმა განაცხადა, რომ სულეიმანოვა ცოცხალი იყო და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მან სულეიმანოვასთან შეხვედრის ვიდეოც გამოაქვეყნა. ვიდეოს მუსიკა ადებს, სულეიმანოვა გრძელი შავი კაბითა და თავსაბურავით ჩანს.
მანსურ სოლტაევს სანქციები დაუწესეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და უკრაინამ, ვაშინგტონმა თქვა, რომ სოლტაევის სახელს უკავშირდება ადამიანების უფლებების დარღვევა.
თებერვლის დასაწყისში კრიზისულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ორი სხვადასხვა წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, სულეიმანოვას შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებით.
ბოლო თვეების განმავლობაში, სულეომანოვას მეგობარმა, ლენა პატიაევამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა პეტერბურგში, პროკურატურის შენობასთან. პატიაევა დაკავებულია, მის წინააღმდეგ შეადგინეს ადმინისტრაციული ოქმი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები