მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ახორციელებს. 12-15 მარტს პროგრამის მონაწილეებისთვის ინტენსიური საგანმანათლებლო ტრენინგები გაიმართა, სადაც პროგრამის მონაწილეები ბიზნესის მართვის საკითხებს გაეცნენ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადში 15 ქალი მეწარმე მონაწილეობდა. ოთხდღიან ტრენინგებზე მათ დარგის ექსპერტებისგან სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს, მათ შორის გაიგეს მეტი დეტალი ელ.კომერციის, გაყიდვების, გუნდის და ფინანსების მართვის, ადამიანის უფლებების, კომუნიკაციების და სხვა საკითხების შესახებ.
პროექტის მომდევნო ეტაპზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ექსპერტებთან ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ. პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი მასტერკლასი, რომელიც საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი და მონაწილეებს მეწარმეობის საწყისებს, საბაზისო ციფრულ რესურსებს და ეფექტიან კომუნიკაციას აცნობს.
აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 360°-იან მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტია და ოთხ ღირებულებას ეფუძნება. ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა.
პროგრამა ჯამში 200 ქალი მეწარმის მხარდაჭერას ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, საწარმოს განვითარებისთვის საჭირო ფინანსები საგრანტო კონკურსში მონაწილეობით მოიპოვონ. რაც მთავარია, მონაწილეები პროგრამის დახმარებით ახალ პროფესიულ კონტაქტებს და გამოცდილებას იძენენ.
"ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც მცირე მეწარმეების განვითარებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით კი მხარში ვუდგავართ ქალ მეწარმეებს, რადგან ისინი, ბიზნესის დაწყებისა და განვითარების გზაზე, ხშირად, დამატებით ბარიერებს ხვდებიან. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ვქმნით მეწარმე ქალების განვითარების პროექტს და 200 ინოვატორ და მიზანდასახულ ქალს ვაძლევთ ცოდნის მიღების, სასარგებლო კონტაქტების დამყარების, ფინანსური რესურსების მოპოვების და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერასაც, რაც არა მხოლოდ მეწარმე ქალებს, არამედ ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს გაუმარტივებს საქმიანობას", — აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
გაიგეთ მეტი მეწარმე ქალების განვითარების პროგრამაზე ამ ბმულიდან და თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივებს ბიზნესისთვის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
გადახედვა"ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური "ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური
-
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
კომენტარები