"ვეტინგი ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას" — რატი იონათამიშვილი
მოკლედ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "არანაირი ვეტინგი არ იქნება", რადგან ის "ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას და ეს ქვეყნის სუვერენიტეტს აყენებს რისკის ქვეშ".
- ამის შესახებ იონათამიშვილმა დღეს, 19 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მსგავსი: "ეს თემა დახურულია ჩვენთვის" – კობახიძე ვეტინგის შესახებ
დეტალები: რატი იონათამიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში "ურეიტინგო ენჯეოებისგან" და პარტიებისგან ხშირად ესმის ვეტინგზე საუბარი.
- მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვეტინგზე საუბრობენ, არიან ისინი, ვინც "ანგარიშს ანგარიშზე წერდნენ და ფაქტობრივად, ევროპულ სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებდნენ, რომ საქართველოს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება არ მიეღოთ".
- ხოლო პარტიები არიან "კრებითი ადამიანები, რომლებიც საქართველოს გულშემატკივრობით კი არ მოქმედებენ, არამედ ცდილობენ ყველანაირად ჩირქი მოცხონ და ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას".
- იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ამ პარტიებს ჰყავთ მმართველი "მისტერ ოფშორის ანუ კეზერაშვილის სახით, რომელიც ქართული მართლმსაჯულების მიერ არის მსჯავრდადებული".
გარდა ამისა, იონათამიშვილმა თქვა, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა იზრდება.
- "ქართულმა სასამართლოებმა არაერთხელ წარმატებით ჩააბარეს სტრასბურგის სასამართლოს ტესტი. ჩვენი სასამართლო საერთაშორისო ავტორიტეტულ რეიტინგებში მოწინავე პოზიციას იკავებს", — განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კონტექსტი: ევროკომისიამ, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის 2023 წლის 11 ნოემბრის ანგარიშში დაწერა, რომ:
- "საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა დაეხმაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომ კონსოლიდაციას, გააუმჯობესოს საზოგადოების ნდობა და გადაჭრას საჯაროდ აღქმული კორპორატივიზმისა და კეთილსინდისიერების პრობლემები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
- სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორც ვენეციის კომისიამაც აღნიშნა 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაში, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი და სისტემური კეთილსინდისიერების შემოწმება, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებით".
მართლმსაჯულებაში რეფორმების აუცილებლობაზე საუბარია ევროკომისიის 9 დათქმაშიც, რაც ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საწინდარი უნდა იყოს.
უფრო კონკრეტულად, მეექვსე პუნქტში ვკითხულობთ:
- "ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით".
გაიგე მეტი: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
კომენტარები