Privacy-ს ახალი ერა: ძირითადი ფაქტორები და 2024 წლის პერსპექტივები
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ციფრული რეკლამის ევოლუციის ზღვარზე. ძველი ტექნოლოგიები, რომლებიც ეყრდნობა მესამე მხარის cookies ფაილებს, ადგილს უთმობს ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანათმცოდნეობაზე.
ციფრული რეკლამის მუდმივად განვითარებად წიაღში, მონაცემთა უსაფრთხოების უახლესი წესები, ისეთები, როგორებიცაა GDPR — ევროკავშირში და CCPA — კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის აქტი აშშ-ში, ერთგვარად, ზოგადი რეგულაციაა მონაცემთა დაცვისა. ეს რეგულაციები, აძლევს რა მომხმარებლებს თავიანთ მონაცემებზე უფრო მეტი კონტროლის უფლებას, ამასთანავე, გაცილებით მკაცრ სტანდარტებს უწესებს კომპანიებს მონაცემთა დამუშავებასა და შენახვასთან დაკავშირებით.
რეკლამის განმთავსებლებისა და Google-ის მსგავსი პლატფორმებისთვის ეს ცვალებადი პარადიგმა მოითხოვს არა მხოლოდ მონაცემთა შეგროვებისა და გამოყენების პრაქტიკის გადაფასებას, არამედ შესაძლებლობასაც იძლევა, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი რეკლამირების გაძლიერებაში.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოთ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიების სიმყარე და პერსპექტიულობა. ასევე შეიტყობთ, თუ როგორ გამოიყენოთ AI უფრო პერსონალიზებული და რელევანტური სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად, მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკის სრული დაცვით.
ალექსანდრე ტისმენეცკი, Google Admixer Advertising-ის მმართველი დირექტორი, საკუთარ შეხედულებებს გვიზიარებს კონფიდენციალურობის დინამიკაში სამი ძირითადი ცვლილების შესახებ და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს რეკლამის განმთავსებლებს, თუ როგორ მართონ ეს ცვლილებები ეფექტურად.
privacy ცვლილებების სამი ძირითადი ფაქტორი: privacy, ეკონომიკა და AI
მაშ ასე: პირველი ფაქტორი ეხება მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხს, მომხმარებლის გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე.
Deloitte-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მომხმარებელთა 81% შეშფოთებულია იმით, თუ როგორ იყენებენ რეკლამის განმთავსებლები მათ მონაცემებს. ამის საპასუხოდ ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ შემოიღო კანონი, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის მონაცემების გამოყენებას მათი აშკარა თანხმობის გარეშე. სწორედ მომხმარებლების ამგვარ შეშფოთებას გამოეხმაურა ევროკავშირი თავისი GDPR-ით, აშშ — კალიფორნიის CCPA-ით და ბრაზილია — LGPD-ით. ამრიგად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 75%-ის მონაცემთა კონფიდენციალურობა უკვე დაცულია ახალი კანონის საშუალებით.
გარდა ამისა, ამ წლის ბოლოსთვის Google გეგმავს, საბოლოოდ აკრძალოს მესამე მხარის cookies ფაილები (so-called 3rd Party Cookies), რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვას, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობაზეც. თუმცა დამაიმედებელია, რომ, გამოკითხვების მიხედვით, მომხმარებელთა 75%, ფასიან სერვისებთან შედარებით, რეკლამას ანიჭებს უპირატესობას.
ცვლილების მეორე მამოძრავებელი ფაქტორია დაუსრულებელი ეკონომიკური გაურკვევლობა. გამოკითხვისას მარკეტინგის დირექტორების 75%-მა განაცხადა, რომ მათ უნდა მიაღწიონ მაღალ შედეგს ნაკლები დანახარჯით და მიისწრაფოდნენ მოგების გაზრდისკენ, ხოლო CFO-ების 33% მიიჩნევს, რომ სარეკლამო ხარჯები ან შემცირდება ან უცვლელი დარჩება წელს.
ამრიგად, იზრდება მოლოდინი, რომ სარეკლამო ბიუჯეტების შემცირების, მარეგულირებელი შეზღუდვებისა და მესამე მხარის cookies ფაილების გაუქმების ფონზე, მარკეტინგი მაინც შეძლებს მოგების გაზრდას. ჩნდება კითხვა — როგორ გავაგრძელოთ სამიზნე აუდიტორიისთვის შესაბამისი რეკლამის მიწოდება, როდესაც ანალიტიკური სისტემებიდან სიგნალების რაოდენობა მცირდება?
სწორედ აქ მოქმედებს ცვლილების მესამე მამოძრავებელი ძალა: ხელოვნური ინტელექტი. 10 წელზე მეტია, რაც Google ინვესტიციას დებს AI-ში. დღეს Google-ის რეკლამის განმთავსებლების 80%-ზე მეტი, მინიმუმ, ერთ ინსტრუმენტს მაინც იყენებს ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით. პროგნოზების თანახმად, უახლოეს მომავალში AI-ის მონაწილეობით იმუშავებს ციფრული მარკეტინგის 80%-ზე მეტი. თუმცა, ხელოვნურმა ინტელექტმა რომ ეფექტურად იმუშაოს, მას სჭირდება საწვავი, კერძოდ, მომხმარებლის თანხმობით მიღებული მონაცემები (შეთანხმებული მონაცემები). რაც უფრო ზუსტი და სრულყოფილია ეს მონაცემები, მით უკეთესად იმუშავებს AI. ამიტომ რეკლამის განმთავსებლების უმთავრესი ამოცანაა, მაღალი ხარისხისა და შეთანხმებული მონაცემების გამოყენებით შექმნან მყარი საფუძველი მარკეტინგული სტრატეგიისთვის, რაც ხელს შეუწყობს Google-ის ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებას და მათი სარეკლამო კამპანიების ROI-ის მაქსიმიზაციას. რეკლამის იმ განმთავსებლებმა, რომლებიც უკვე დაადგნენ ამ გზას, მინიმუმ, 50%-ზე მეტ ზრდას მიაღწიეს ორი ძირითადი შესრულების ინდიკატორში (KPI).
AI და კონვერსიები: წარსული, აწმყო და მომავალი
ხელოვნური ინტელექტი არ არის ახალი პროდუქტი, რომელმაც სულ ახლახან დაიწყო აქტიური განვითარება. ყოველწლიურად Google-ის დეველოპერები წარმოადგენენ ახალ, ინოვაციურ გადაწყვეტებს და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები სწრაფად კრეფს ტემპს.
2018 წელს საიტზე განხორციელებული კონვერსიების (მაგალითად, ელექტრონულ კომერციაში) 90%-ის შემთხვევაში ცნობილი და ადვილად თვალყურისმისადევნებელი გახლდათ გარდაქმნა/კონვერსია. მომხმარებელთა ქმედებების უმრავლესობას აკვირდებოდნენ და აანალიზებდნენ. და მხოლოდ კონვერსიების 10% იყო მოდელირებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის დახმარებით.
დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს: 20%-ის შემთხვევაში კონვერსიის მოდელირება ხდება ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ალგორითმებით. ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში კონვერსიების დაახლოებით 50% სწორედ ასეთი ალგორითმების შედეგი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარ მოვახდენთ მომხმარებლების ზუსტ იდენტიფიკაციას, მაგრამ შევძლებთ ისეთი არაპირდაპირი ნიშნებისა და სიგნალების გაანალიზებას, როგორიცაა ჰეშირებული (ახლებურად წარმოდგენილი ძველი) მონაცემები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში AI მოდელირება გახდება მთავარი ფაქტორი კონვერსიების განსაზღვრაში, რაც შესაძლებელია მონაცემთა გაზრდილი მოცულობისა და მანქანათმცოდნეობის გაუმჯობესებული ტექნოლოგიების წყალობით.
ხელოვნური ინტელექტი მიზნად ისახავს არა სპეციალისტების ჩანაცვლებას, არამედ მათი მუშაობის სრულყოფას. ის გადამწყვეტ როლს შეასრულებს ისეთ ამოცანებში, როგორებიცაა რეკლამისთვის პლატფორმის არჩევა, შეთავაზებების განსაზღვრა და სხვა სფეროები, სადაც საჭიროა დიდი რაოდენობით მონაცემების ანალიზი და დამუშავება.
მონაცემთა შესაძლებლობები Google-ის ინსტრუმენტებთან კომბინაციაში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მოწინავე ალგორითმებსაც კი ესაჭიროება მონაცემები შესასწავლად და საწყისი გამოთვლებისთვის, რათა შეძლოს მომხმარებლის მოგზაურობის ეფექტური მოდელირება. თუმცა მონაცემები, რომლებსაც რეკლამის განმთავსებლები და მარკეტოლოგები იღებენ მესამე მხარის პროვაიდერებისგან, მოძველებულია და საჭირო ფორმატში ვერ ხერხდება მათი განახლება. ამიტომაც მარკეტერები თავიანთ მონაცემებს ეყრდნობიან.
ამისათვის საიტს უნდა ჰქონდეს ფორმა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეაგროვოთ მომხმარებლის პირველადი (1-ელი მხარე) მონაცემები. მაგალითად, ბრენდმა შეიძლება შესთავაზოს 10%-იანი ფასდაკლება ან რაიმე სხვა წახალისება ელექტრონული ფოსტის მისამართისა და მონაცემების სანაცვლოდ.
ელექტრონული წერილის მიღების შემდეგ მარკეტოლოგებს შეუძლიათ გამოიყენონ ის შემდეგი მიზნებისთვის:
- შესთავაზონ ბმულის გამოწერა.
- თვალყური ადევნონ მომხმარებელთა აქტივობას საიტზე და ასევე დააკვირდნენ, თუ რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.
- შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია და ა.შ.
არ შეიძლება სათანადოდ არ შევაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ბიზნესისთვის პირველადი (პირველი მხარის) მონაცემები. ეს არის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მომზადების მთელი სისტემის საფუძველი, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის ქცევის გასაანალიზებლად და უფრო ზუსტი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ეს სისტემური მიდგომა, რომელიც მოიცავს პირველადი (1-ელი მხარე) მონაცემების შეგროვებას, თანხმობის რეჟიმს, ბრაუზერის იდენტიფიკაციასა და AI შესაძლებლობებს, საშუალებას აძლევს კომპანიებს, გააუმჯობესონ პერსონალიზაცია, გაზარდონ თავიანთი სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობა და მიაღწიონ უკეთეს შედეგს აუდიტორიის სეგმენტაციასა და მომხმარებელთა ქცევის პროგნოზირებაში.
დასკვნა და რეკომენდაციები
პროგნოზის მიხედვით, უახლოეს მომავალში privacy სივრცის ცვლილებები გავლენას მოახდენს მსოფლიოს მოსახლეობის 75%-ზე, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელი გახდება privacy-ს ახალი წესების გაუთვალისწინებლობა. მონაცემთა privacy სტანდარტების ცვლილებებთან წარმატებით ადაპტაციისა და 2024 წელს თქვენი მარკეტინგული სტრატეგიისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად, Admixer Advertising-ის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ შემდეგ ნაბიჯებს:
- განაახლეთ Google Analytics 4 (GA4). თუ ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაგიდგამთ, გადადგით რაც შეიძლება მალე. ეს საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ მოწინავე და მძლავრი ანალიტიკური ინსტრუმენტები, რათა თვალყური ადევნოთ და გააანალიზოთ მონაცემები.
- დააყენეთ და გაააქტიურეთ თანხმობის რეჟიმი (consent banner) Google-ის ინსტრუქციის მიხედვით, იმ კონკრეტულმა აუდიტორიამ, რომელიც არის ევროკავშირის (EU) ქვეყნებიდან. ეს საშუალებას მოგცემთ, გადაიტანოთ მონაცემები ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლების თანხმობით თქვენს GA4 ქონებაზე, დანაკარგის გარეშე. შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის მიერ რეკომენდებული თანხმობის მართვის ფასიანი პლატფორმები (CMP), ან თავადვე დააყენოთ.
- განაახლეთ Google SDK მობილური აპისთვის და Google API. თუ მუშაობთ მობილურ აპებთან ან ცვლით მონაცემებს სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმებს შორის Google API-ის მეშვეობით, დარწმუნდით, რომ თქვენი ხელსაწყო და API განახლებულია ხელმისაწვდომი უახლესი ვერსიით.
ამ საკითხებთან და თქვენი ბიზნესის კონფიდენციალურობისა და მონაცემთა სტრატეგიის სხვა ასპექტებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი რჩევები Admixer Advertising სპეციალისტებისგან, მოთხოვნის გაგზავნით მისამართზე: [email protected]. ჩვენი კომპანია 2016 წლიდან Google Marketing Platform-ის ოფიციალური გადამყიდველია EMEA რეგიონში და, ამასთანავე, Google-ის სერტიფიცირებული პარტნიორია. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, მიიღოთ წვდომა მოწინავე სარეკლამო ტექნოლოგიებზე, ანალიტიკურ, კრეატიულ და ღრუბლოვან პლატფორმებზე და გააუმჯობესოთ მათი გამოყენება თქვენს ბიზნესში.
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაკობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაკობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით კობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
-
გადახედვაადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი ადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი
-
გადახედვამყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს მყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს
-
გადახედვაცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე
-
გადახედვასაპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს
-
გადახედვაიმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს იმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს
-
გადახედვახვალ, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება ხვალ, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება
-
გადახედვაროგორ შევძლოთ ფუნქციონირება ღამისთევის შემდეგ — 5 რჩევა როგორ შევძლოთ ფუნქციონირება ღამისთევის შემდეგ — 5 რჩევა
-
გადახედვარუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
-
გადახედვა"დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა "დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა
-
გადახედვა19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან 19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან
-
გადახედვამასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება მასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება
-
გადახედვაCENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას CENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას
-
გადახედვამნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო
-
გადახედვავუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის გაგრძელება — სტუდენტები ქუთაისიდან ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის გაგრძელება — სტუდენტები ქუთაისიდან
-
გადახედვარა წერია 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ბორელისა და ვარჰეის მიმართ, რუსულ კანონთან დაკავშირებით რა წერია 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ბორელისა და ვარჰეის მიმართ, რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაკახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები? კახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები?
კომენტარები