პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად, კობახიძე ამბობს, რომ ორბელიანების სასახლეში "დაპატიჟებული" არ არის
რა ხდება: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ამბობს, რომ დღეს, 19:00-ზე ორბელიანების სასახლეში არ მივა.
- "ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი", — თქვა მან, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჯაროდ განაცხადა თოფურიას დაჯილდოებაზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევის შესახებ.
კონტექსტი: UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას სალომე ზურაბიშვილი დღეს ღირსების ორდენს გადასცემს. სპორტსმენი ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.
- "პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა, ამ ცერემონიაში, ასეთ საკითხებზე, ეროვნული თანხმობის ნიშანია", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
რა თქვა კობახიძემ: "იმისათვის, რომ ილია თოფურიას სათანადოდ დავუფასოთ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც დიდი შრომითა და პატრიოტიზმით მოიპოვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება. ამიტომ, მე და შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი წარდგინებით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ილია თოფურიას დამსახურებას სჭირდება სათანადო დაფასება."
დეტალები: ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი ორბელიანების სასახლეში მისვლას, კობახიძის პასუხია, რომ იქ დაპატიჟებულები არ არიან და მისვლა არც განიხილება: "ჩვენ გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ურთერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის", — უპასუხა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.
- On.ge-მ სცადა საქართველოს პარლამენტში გაერკვია, აპირებს თუ არა პრეზიდენტის სასახლეში მისვლას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მასალა მათი პასუხის შესაბამისად განახლდება.
ბოლო ხაზი: UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით, 18 მარტს ჩამოვიდა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები